დღიური

. . . არ დანებდე . . .


უკვე იმდენჯერ სცადე, რომ წესით აქამდე უნდა გამოგსვლოდა, მაგრამ როგორღაც სამყარო გცდის და გამზადებს. იმედი გვაქვს რომ უკეთესობისკენ.

◾️

ზოგჯერ იტყვი რომ უსამართლოა რაც შეგემთხვა, მაგრამ გავა დრო და მომატებულ თავდაჯერებაში უფრო მეტ შესაძლებლობას დაინახავ, ვიდრე სამართალს.

◾️

მანამდე კი ბევრჯერ მიხვალ დანებების ზღვარს და არ გადადგამ ნაბიჯი უფსკრულისკენ, რადგან მიუხედავად სასოწარკვეთისა, მიხვდები, რომ დანებებაში უფრო მეტი მწუხარებაა, ვიდრე უშედეგოდ ბრძოლაში.

◾️

თავს ჩაკეტილ წრეში იგრძნობ, ვერც ჩერდები და ვერც გადიხარ, მაგრამ შენში რაღაც არ გასვენებს და არ გაძლევს დანებების საშუალებას.

◾️

რა არის ეს, რატომ არ შეგიძლია უბრალოდ გაჩერდე? ფიქრობ ამაზე და რაც უფრო მეტად უღრმავდები, მით უფრო მეტად გრძნობ ენერგიის წყაროს, რომლის ლოგიკურ ახსნასაც ვერ პოულობ.

◾️

ზედმეტად თავდაჯერებული ამ ენერგიას საკუთარ თავს აწერს, შენ კი ფიქრობ, მასში რაღაც ღვთიურს ამჩნევს. ეჭვი გეპარება და ამბობ, რომ ამის შემოქმედი შეუძლებელია თავად იყო.

◾️

გრძნობ ამ საწყისს და ივსები მადლიერებით, რადგან სინამდვილეში არაფრით დაგიმსახურებია შენში მისი არსებობა. ხვდები რომ ეს უსასყიდლოდ მოცემული, ულევი შესაძლებლობების წყაროა.

◾️

ამ დროს გაიგონებ როგორ ამბობენ, რომ რაღაც შეუძლებელია, შენ კი გეცინება…

გამოცდილებამ გასწავლა, რომ შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც აძლევ ამ ენერგიას გამოვლენის საშუალებას.

◾️

ზოგჯერ გეშინია და იცი რომ ესეც ნორმალურია. ყოველ დღე ცდილობ თავს შეახსენო რომ ამას აკეთებ შენთვის, სხვებისთვის სამაგლითოდ. და არა სხვებისთვის, თავის გამოსაჩენად.

◾️

გინდა სიყვარული, დისციპლინა, ანთებულობა, მიზანდასახულობა, კონცენტრაცია, შემოქმედებითობა და ათასი რამ, შენი საკუთარ თავზე მუშაობით, მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად.

◾️

დაწერე რას ფიქრობ? ამის მკითხველებს ჭირდებათ პასუხი, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ამ არდანებების წყაროს არ ეყაროს თავზე ნაგავი, არამედ მიეცეს სრულად გამოვლენის საშუალება!

◾️

დაგვიწერე პასუხი 💭 კომენტარებში, ან უბრალოდ + თუ საინტერესო იყო.

გამომყევი ინსტაგრამზე ახლავე და გაჩვენებ როგორ ვქმნი №𝟭 ბიზნეს ბლოგს👇

გიზიარებ გამოცდილებას და ენერგიას ყოველ დღე 👉 შენი პროფესიული და ბიზნეს განვითარებისთვის🔥

⬇️⬇️

გამომყევი აქ: https://www.instagram.com/kordzigio/

⬆️⬆️

გიორგი კორძახია

#მეტიღირებული #ენერგია #ბიზნესიგანვითარებისთვის #დაიმუხტეწარმატებით #kordzigio #განვითარება #ბიზნესი #მარკეტინგი #ბლოგი #მოტივაცია

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
გაყიდვების ძაბრი ➡ გაყიდე მეტი 💵 სწრაფად ⚡ და გონივრულად 🧠