CRM

ბიზნესის გაციფრულება – დავფიქრდეთ, რამდენს კარგავ 💲 ყოველ დღე?🔥


ციფრულ სამყაროს არ ესმის შენი, თუ ჯერ კიდევ ექსელის ფაილების და სტრატეგიის გარეშე “დაბუსთვის” გჯერა. შეიძლება ფიქრობდე, რომ საქართველოში თითქმის ყველა ასე მუშაობს, მაგრამ ბაზარი მკაცრდება და არ გვპატიობს მოძველებულ მიდგომებს 🤕.

რატომ არ უნდა მუშაობდე ისე, როგორც წამყვანი კომპანიები მუშაობენ? რატომ არ უნდა გქონდეს შენს ბიზნესზე მორგებული ავტომატიზებული სისტემა და აციფრულებდე/აანალიზებდე გაყიდვების თითოეულ ეტაპს? 💪

მიუხედავად შენი ბიზნესის ზომისა – უნდა ნერგავდე უახლეს გადაწყვეტილებებს, სანამ სხვები ჩამორჩენილ კონკურენტებს ეჯიბრებიან!

ბიზნესის გაციფრულება

CRM სისტემა

გაციფრულება იმაზე მარტივი, საინტერესო და პროდუქტიულია, ვიდრე ექსელით და ბანალური რეკლამებით მუშაობა…

ბიზნესის გაციფრულება შენგან მუდმივ განვითარებას და მოთმინებას მოითხოვს – მზად ხარ ამისთვის? თუ არა, მაშინ დაფიქრდი, რამდენად გაიგონებენ შენს ხმას ციფრულ სამყაროში, რადგან განვითარების გარეშე FINISH-ის ნიშნული უფრო და უფრო ახლოვდება❌.

გაციფრულება

იქნებ არ იცი რას ნიშნავს გაციფრულება, ან უბრალოდ არ გინდა “კომფორტის” ზონიდან გამოსვლა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შენი გადასაწყვეტია…

👉 დაკლიკე აქ და გაიგე რისი გაკეთება შეიძლება შენს შემთხვევაში

მანამდე კი შევეცდები დაგაფიქრო თუ რამდენს კარგავ ყოველ დღე, მოძველებული მიდგომებით 🔎.


მაგალითი

მაგალითად, გვაქვს $150 და უნდა გავყიდოთ რაიმე მომსახურება. განვიხილოთ ორი ვარიანტი. რა ხდება მოძველებულ კომპანიებში და როგორ მუშაობენ გაციფრულებული კომპანიები:

❎ მოძველებული მიდგომა

იწერება პოსტი Facebook-ზე, რომელსაც შემდეგ Boost ვუკეთებთ. უკეთეს შემთხვევაში აუდიტორია შერჩეული იქნება არა მხოლოდ ლოკაციის, არამედ ინტერესების მიხედვითაც.

როგორ გვიკავშირდება პოტენციური მყიდველი?

  • წერენ კომენტარს პოსტის ქვეშ, რომელსაც შემდეგ სათითაოდ ვპასუხობთ.
  • გადმოდიან გვერდზე და გვწერენ შეტყობინებას პირადში.
  • გადმოდიან საიტზე – სადაც როგორც წესი იკარგებიან.

როგორ ვამუშავებთ მონაცემებს?

ზარები, კომენტარები და გვერდზე შემოსული შეტყობინებები არეულად მუშავდება. ზოგი ონლაინ, ზოგი ექსელში, ზოგი კი საერთოდ ფურცლებზე და მეხსიერებაში…

თუ ამ მიდგომით შენ შეძელი 150 კონტაქტის და 5 გაყიდვის მიღება, დიდი ალბათობით დანარჩენი 145 ნელნელა დავიწყებას მიეცემა…

რას ვღებულობთ შედეგად?

ბრძოლას გადარჩენისთვის 😑. როდესაც ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, ოღონდ ახლა გავყიდოთ. ასეთ პირობებში ენერგიის 95% მიდის ამ არეულობასთან გამკლავებაში და მხოლოდ 5% განვითარებაზე ფიქრში. ასეთ პირობებში გადაწყვეტილებები ფანტაზიას უფრო ეფუძნება, ვიდრე მონაცემთა ანალიზს.


✅ ციფრული გარდაქმნა

ვქმნით ე.წ. გაყიდვების ძაბრს, სადაც თითოეული ეტაპი მაქსიმალურად ავტომატიზებულია და აღირიცხება ციფრებში. ეს არის ციფრულ ტექნოლოგიებზე და მეტი ღირებულის გაცემაზე ორიენტირებული სტრატეგია – გრძელვადიან პერიოდში გამარჯვებისთვის ⚡.

ციფრული სტრატეგია: მეტი ღირებული

ციფრული სტრატეგია: მეტი ღირებული

👉 დაკლიკე აქ და გაიგე რისი გაკეთება შეიძლება კონკრეტულად შენი ბიზნესის შემთხვევაში!

ძველი მეთოდისგან განსხვავებით, აქ მთელი ძალისხმევა მიმართულია პოტენციური მყიდველისგან საკონტაქტო მონაცემების მოპოვებაზე და ღირებულის გაცემაზე, რომელიც მას ახლავე ან მომავალში ფულად დაგვიკონვერტირებს.

❕ ნუ გგონია, რომ ამ მეთოდით შენი შემოსავალი მომენტალურად გაიზრდება (მაგრამ არც ეს არის გამორიცხული).

ყველაფერი ძალიან ინდივიდულურია ამიტომ ნუ იქმნი ილუზიებს, თითქოს ყველაფერი მარტივად გამოგივა და გეყოფა მოთმინება – მაგრამ გაითვალისწინე, რომ დღეს ეს არის ყველაზე გონივრული სტრატეგია გრძელვადიან პერიოდში გამარჯვებისთვის.

🤖 ამ მეთოდით შენ შეგიძლია მეტი კონტაქტის გენერირება და თითოეულის ინდივიდუალურად დამუშავება – მინიმალური ძალისხმევით.

წინა პოსტში უკვე შევეხეთ ჩატბოტის თემას. მანამდე არაერთხელ ვისაუბრეთ CRM-ის შესახებ. ეს ინსტრუმენტები ავტომატიზებით გვეხმარება მეტი ადამიანის უკეთ დამუშავებაში.

ჩატბოტი

ჩატბოტი – ავტომატიზებული შეტყობინებები


შეჯამება – რამდენს კარგავ შენ?

ადრე მთელი ჩემი ტრაფიკი ჯერ საიტისკენ მიემართებოდა და შემდეგ რეგისტრირდებოდნენ მეტი ღირებულის მისაღებად. ახლა კი ყველა ჩატბოტისკენ მიემართება, რაც ჩემს პოტენციურ მყიდველთა ბაზას, იგივე ბიუჯეტით, 5-ჯერ უფრო სწრაფად ზრდის 🔥.

👉 გაეცანი ჩემს ჩატბოტს აქ

დაფიქრდი ბოლო წლების განმავლობაში რამდენ ადამიანთან ჰქონდა შენს ბიზნესს შეხება. წარმოიდგინე რამდენად გაიზრდებოდა შენი გაყიდვები, რომ აქამდე თვეში ერთხელ ან რამოდენიმეჯერ მათთან შეხება გქონოდა – არა შეთავაზებებით, არამედ ღირებულის გაზიარებით.

რამდენად გაიზრდებოდა შენი გაყიდვები 🤔? – ზუსტად არავინ იცის და არც ვცდილობ ილუზიების შექმნას – მაგრამ გახსოვდეს, ეს არის გზა ციფრულ სამყაროში გადარჩენისთვის.

ბაზის ფორმირება დაგეხმარება კარგად ამუშავებდე არსებულ კონტაქტებს და არ იყო მხოლოდ ახლის მოძიებაზე კონცენტრრებული. ამ გზით შენი გაყიდვების ძრავა უფრო დიდი და მძლავრი გახდება.


ყოველ დღე! ჩვენ ვკარგავთ, ვერ ვამუშავებთ და ვერ ვიყენებთ ჩვენს პოტენციალს.

გაციფრულება გვეხმარება ამოვავსოთ ის ნახვრეტები, რომლიდანაც ჩვენი შემოსავალი იკარგება. გარდა ამისა, გვემარება უკეთ გავაანალიზოთ და გავაუმჯობესოთ გაყიდვების თითოეული ეტაპი და ავიყვანოთ ბიზნესი ახალ სიმაღლეზე.


👉 დაკლიკე აქ – დანიშნე ჩემთან შეხვედრა უფასოდ და მომეცი საშუალება გაგიზიარო მეტი ღირებული და დაგეხმარო გაციფრულებაში 💪

 

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
სოციალური მედია
რა უნდა გავითვალისწინოთ Facebook გვერდის შექმნისას
მარკეტინგი
დიდი მონაცემები (Big Data) – ვიდეო
CRM
რა გვიშლის ხელს, ვიყოთ მეტად პროდუქტიულები?