ვებსაიტი

რატომ არ უნდა არსებობდეს ბიზნესი ლენდინგის გარეშე?


კვლევების თანახმად, ინტერნეტით სარგებლობის სრული დროის 54%-ს სოციალურ ქსელებში ვატარებთ. ამ, და ზოგადად ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებლის ზრდის იგნორირება, შეიძლება ითქვას, დანაშაულია.

Telephone is becoming television and television is becoming a radio! – ჰარი ვაინერჩუკი

ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად საკუთარ თავზე დაკვირვებაც კი საკმარისია.

გამომდინარე აქედან, შეკითხვაზე: “მოიძებნება თუ არა ჩემი მომხმარებელი ინტერნეტში?” – ვფიქრობ პასუხი აშკარაა.

მაგრამ იცოდე სად არის შენი მომხმარებელი, არ არის საკმარისი პირობა გაყიდვების გასაზრდელად. საჭიროა პირველ რიგში ვაცნობოთ ჩვენი არსებობის შესახებ, და მეორე – შევთავაზოთ სარგებელი, რომელსაც ჩვენგან მიიღებს.

ორივე შემთხვევაში, კომპანიის ხელმძღვანებლები ხშირად თავს არიდებენ ხარჯებს და არ უნდათ ხმის მისაწვდენად სარეკლამო ბიუჯეტის თამამად გამოყოფა. ხოლო სარგებლის შეთავაზებისას, საწყის ეტაპზე, რაიმეს უფასოდ ან დაბალ ფასად შეთავაზება.

მომხმარებელთან კონტაქტის დამყარებისთანავე აუცილებელია ამ ყველაფრის სათანადო ფორმით მიწოდება, ისეთი ფორმით, რომელიც დაითანხმებს მას დაგიტოვოთ საკუთარი მონაცემები უკუკავშირის მოთხოვნით,  შეავსოს შეკვეთის ფორმა ან განახორციელოს სხვა თქვენთვის სასურველი ქმედება.

სწორედ იმ გვერდს, სადაც ეს სასწაულები აღესრულება, ქვია Landing Page, იგივე სამიზნე გვერდი.

რა განსხვავებაა ლენდინგსა და საიტს შორის?

ლენდინგის მიზანია ვიზიტორის კონტაქტად (ლიდად) გარდაქმნა, და იქნება ეს ცალკე ერთგვერდიანი საიტი, თუ საიტშივე ერთერთი გვერდი, დიდი მნიშვნელიბა არ აქვს. მთავარია ის მიზანს მაქსიმალურად ეფექტურად ემსახურებოდეს.

Landing Page სად და როგორ იქნება მნიშვნელობა მაშინ მიეცემა, როდესაც თქვენი და სხვების გამოცდილებით მიღებულ რჩევებს გავითვალისწინებთ. გამომდინარე აქედან, გირჩევთ, რომ ლენდინგ(ებ)ი განათავსოთ თქვენს დომენზე, მაგრამ საიტისგან განცალკევებულ გვერდად.

ლენდინგის უამრავი ვარიანტის შოვნა უფასოდაც  შეგიძლიათ. მაგრამ რადგან მისი უმთავრესი მაჩვენებელი კონვერსიაა (ვიზიტორებიდან დაგენერირებული კონაქტების ან სხვა მიღწეული მიზნების პროცენტული მაჩვენებელი), ამ მაჩვენებლის გაზრდის მიზნით მას მუდამ სრულყოფა ჭირდება.

იმას, თუ როგორი უნდა იყოს ლენდინგი, მისი რეკლამა და რა მონაცემებზე დაყრდნობით უნდა ვცვლიდეთ მას, სხვა პოტებში განვიხილავთ.

გისურვებთ წარმატებებს!

ფიქრობ რომ ეს პოსტი სასარგებლო იყო შენთვის? მაშინ გაუზიარე მეგობრებს და დაგვიტოვე შენი აზრი კომენტარებში!

 

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
გაყიდვები
ჩატბოტი – #1 ინსტრუმენტი, გაყიდვების მესენჯერ მარკეტინგით გასაზრდელად 🤖
CRM
ციფრული სტრატეგია ☑ 5 ნაბიჯი 📈 რესურსების X-ჯერ გასაზრდელად
ვებსაიტი
გვჭირდება თუ არა SSL სერტიფიკატი?
There are currently no comments.