დღიური

გამარჯობა, თქვენც #არანორმალური ბრძანდებით? ძალიან კარგი. კვირაც მოსულა, დროა დავიწყოთ…


რა არის ნორმალური? ან რამდენად ნორმალურია ვიყოთ ნორმალურები?🤯

🔻

ჩემი აზრით, ყველას ვალდებულებაა იყოს არანორმალური, რადგან ეს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ ჩვენ მას საზოგადოების მოსალოდნელი რეაქციის გამო ვეწინააღმდეგებით.

არადა ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ყველაზე მეტი შანსი გაქვთ შექმნათ რაღაც ახალი, და უბრალოდ დატკბეთ ცხოვრებით.

🔻

გაიხსენეთ, როგორ გიგრძვნიათ თავისუფლება, როდესაც რაღაც გიჟობა ჩაგიდენიათ.

ეს აუცილებელია! 👉 მოიხსნათ თქვენივე გონების მიერ შექმნილი ბორკილების ილუზია და გადაეშვათ სიმაღლიდან.

რადგან “თუ არ გადახტი, ვერ გადრინდები. ხოლო თუ არ გაფრინდი, როგორ იგრძნობ თავისუფლებას?” – ეს ჩვენი ბავშვობის ფილოსოფიაა, უბრალოდ გავიზარდეთ და დაგვავიწყდა.

🔻

ან რატომ გვინდება ავდგეთ და გავიქცეთ ქალაქიდან, ან რამე გავაფუჭოთ? იმიტომ რომ თავისუფლების წყურვილი გვიბიძგებს არანორმალურობისკენ, იმიტომ რომ ცხოვრება უკიდურესად მოსაწყენი და ერთფეროვანია.

🔻

მაშ ასე, მზად ხართ შემდეგი გამოწვევისთვის?

🔥

#გამოწვევა

დღესვე გააკეთე რამე არანორმალური, რასაც ნებისმიერ სხვა ნორმალურ დღეს არ აკეთებ, ან არ გააკეთებდი. ოღონდ ნურაფერს გააფუჭებ:)))

🔥 მე გავდივარ ქალაქიდან მინიმუმ 100 კილომეტრის მოშორებით!

გამომყევი ინსტაგრამში: https://lnkd.in/dXaUE7K

⚡️ #დაიმუხტეწარმატებით

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
გაყიდვების ძაბრი ➡ გაყიდე მეტი 💵 სწრაფად ⚡ და გონივრულად 🧠