დღიური

გამოფხიზლება


ყოველი დღე რაღაცისთვის. ზოგჯერ თითქოს გასაგებია რატომ და რისთვის, მაგრამ უმეტესწილად გაუგებარი.

რა გაიძულებს იყო მოუსვენარი?

ზუსტად იცი რა გინდა? იქნებ ცდები და ის რაც გგონია რომ გინდა უბრალოდ ზედაპირია, რეალური მიზეზი კი სადღაც შიგნით იმალება და მისი დანახვა დიდი ენერგიის, ან დიდი იმედგაცრუებას წყაროა – რის გამოც ქვეცნობიერი მას განზრახ გიმალავს.

უამრავი მცდელობა, წარმატება და ხშირად აუხსნელი წარუმატებლობები, რომლებიც საბოლოოდ ერთ სიბრტყეზე დგება, რადგან ყველა თანაბრად შენია, რადგან ყველას თანაბრად ერთისკენ მიყავხარ.

ზოგისთვის მოქმედების წყარო ცვალებადი მიზნებია, ზოგი კი მიხვდა რომ უაზრობაა ამ მიზნების უსასრულოდ დევნა, რადგან არცერთი არ განაყრებს და გჭირდება ერთი, უსასრულოდ განვითარებადი იდეა, რომელიც იქნება შენი საყრდენი და მას დანარჩენ მიზნებს მიაშენებ.

ვფიქრობ ახლა უკვე გასაგებია რატომ ვერ ისვენებ. ესეიგი სხვანაირად არ შეგიძლია. ესეიგი “მოხოდილი” კიარა – “მოუსვენარი” ხარ. დიდი ალბათობით ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს, სხვებზე კი ვიტყვით არაფერს, რადგან მათი განსჯის დრო არ არის.

შენი სიჩქარე შენი სიფხიზლის პროპორციულია.

ამიტომ უნდა გამოფხიზლდე! რაც ნიშნავს იყო სრულად გახსნილი ადამიანებთან და ადეკვატურად აღიქვამდე რეალობას.

გამოფხიზლება “მე” ფუნქციის გაუქმებაა, რაც ყველაზე რთულია – მაგრამ არც ისე რთული, თუ გაქვს ის ერთი, ენერგიის წყარო – უსასრულოდ განვითარებადი იდეა.

გაგვინდე, რა არის შენი ენერგიის წყარო? ⚡️

Https://m.me/kordzigio

მომწერე 👍 თუ ჯერ კიდევ კითხულობ ჩემ პოსტებს და ესეც საინტერესოდ მოგეჩვენა. მინდა ვხვდებოდე რამდენად ღირებულია ეს შენთვის.

გიორგი კორძახია

#მეტიღირებული #ენერგია #ბიზნესიგანვითარებისთვის #დაიმუხტეწარმატებით #kordzigio #განვითარება #ბიზნესი #ბლოგი

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
გაყიდვების ძაბრი ➡ გაყიდე მეტი 💵 სწრაფად ⚡ და გონივრულად 🧠