CRM

რისი გაკეთება შეიძლება ახლავე, საიტზე გაყიდვების გასაზრდელად?


ყოველდღიურად თქვენს საიტს სტუმრობს უამრავი ადამიანი, მაგრამ მათგან მხოლოდ გარკვეული ნაწილი წყვეტს თანამშრომლობას – ჩვენ ამ მაჩვენებლს კონვერსიას ვუწოდებთ. სასურველი ქმედების შემსრულებელთა პროცენტულ მაჩვენებელს 💪.

(წაიკითხე სტატია ბოლომდე, იქ შენ სპეციალური შეთავაზება გელოდება)

გაყიდვების კონვერსიის გაზრდა ბიზნესის მუდმივი საზრუნავია, რაც არც თუ ისე ადვილი საქმეა. მახსოვს, 2014 წელს, როგორ მიხაროდა ჩემი პირველი ლენდინგის 15%-იანი კონვერსია, როდესაც თავი შემდგარი მარკეტოლოგი მეგონა… 🤭

🔥 2017 წლის დეკემბერში კი გავუშვი ლენდინგი 40%-იანი კონვერსიით. წარმოიდგინეთ როგორია, როდესაც თქვენი საიტის 100 ვიზიტორიდან, 40 გიტოვებთ საკონტაქტო მონაცემებს.

ამაზე ღირს დაფიქრება. მაგალითად:
თუ სარეკლამო ბიუჯეტის ყოველი 100 გაძლევთ 1,000 შემოსავალს, კონვერსიის გაორმაგებით, ხარჯის გაუზრდელად, თქვენი გაყიდვები 2-ჯერ გაიზრდება 🤔.

გინდათ გაიგოთ მეტი, ლენდიგნების შესახებ? – მომწერეთ პირადში რჩევების უფასოდ მისაღებად 🎁. ჩვენი დღევანდელი პოსტი ცოტათი განსხვავებულ თემას ეხება.

როგორ გავზარდოთ გაყიდვები სარეკლამო ბიუჯეტის შეუცვლელად, თუ გვაქვს ონლაინ მაღაზია, უამრავი გვერდით და შეთავაზებით? ან თუნდაც ლენდინგი და კომპანიის საიტი?

გაიხსენეთ, რამდენჯერ შესულხართ რამოდენიმე ონლაინ მაღაზიაში ერთდროულად, კონკრეტული ან თემატური პროდუქტის შესაძენად. ახლა კი დაფიქრდით, რის საფუძველზე მიგიღიათ ყიდვის გადაწყვეტილება?

❤ ნდობა – ეს არის ყველაზე მაღალი კოეფიციენტის მქონე ფაქტორი, რომელიც ვიზიტორის გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედებს. ის ასევე კავშირშია პროდუქტის ფასთან და მომსახურების ხარისხთან.

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მაღაზიისადმი ნდობა გაიზარდოს, ფასისა და მომსახურების ფაქტორთა გათვალისწინებით?

პასუხი მდგომარეობს მეტად განსხვავებულ მიდგომაში, რომელიც თქვენს აზროვნებას ციფრული გარდაქმნის  ახალ დონეზე გადაიყვანს. ეს არის ვიზიტორის ყიდვისადმი მზადყოფნის ანგარიში 🤖 ავტომატიზებულ რეჟიმში.

გიზიარებთ 3 ტკივილს, რომელის წამალსაც დიდი ხანი ვეძებდი და როგორც იქნა ვიპოვე:

  1. ყველას უყენია Google Analytics, მაგრამ მისი შესაძლებლობების 95%-ს თითქმის არავინ იყენებს. რატომ?
    მოდით ვიყოთ გულახდილები და ვაღიაროთ, რომ ხშირად არ გვაქვს საკმარისი ცოდნა მარკეტინგულ ინსტრუმენტებთან სამუშაოდ და ისედაც, ყველა ინსტრუმენტს არ შეუძლია იქონიოს პირდაპირი გავლენა ჩვენს გაყიდვებზე – ეს კი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
    ჩვენ გვჭირდება ინსტრუმენტი, რომელიც არა მხოლოდ ჯამურ მაჩვენებელს, არამედ თითოეული ვიზიტორის ქცევას აღრიცხავს და დაგვეხმარება მათ ინდივიდუალურად მივუდგეთ.
  2. ყველა ფიქრობს, რომ მისი მომსახურება დამაკმაყოფილებელია, როდესაც მას გაცილებით მეტი შეუძლია.
    გახსენით 10 ქართული ონლაინ მაღაზია და მითხარით, მათგან რამდენს შემიძლია დავუკავშირდე ახლავე, საიტიდან გაუსვლელად, მაქსიმუმ 30 წამში? ეცოდინება თუ არა მას, რომ მე მქვია გიორგი და მასთან 2-ჯერ უკვე შევიძინე პროდუქტი?
    თქვენი გადასაწყვეტია, იქნებით “არაფერი განსაკუთრებული”, თუ შეეცდებით დანერგოთ ინოვაციური პროდუქტი მოკლედ დროში, მცირე დანახარჯებით, მომხმარებლის კმაყოფილების და გაყიდვების გასაზრდელად.
  3. ყველას უნდა და ჭირდება პროცესების ავტომატიზება, მაგრამ ყველამ არ იცის როგორ.
    დღეს ციფრული ტექნოლოგიები შთამბეჭდავი სისწრაფით ვითარდება, ჩვენ სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღებასაც ვერ ვასწრებთ (დანერგვაზე ზედმეტია საუბარი), როდესაც მასზე უკეთესებები იქმნება და ვითარდება.
    სანამ თქვენი კონკურენტები უბრალო ონლაინ ჩატებს და უკუკავშირის ფორმებს იყენებენ, თქვენს შეგიძლიათ მოხმარებლების და კონკურენტების მოლოდინებს გადააჭარბოთ.

 

რაშია გამოსავალი?
ვიზიტორის ყიდვისადმი მზადყოფნის ანგარიში.
👇

  • თქვენ გჭირდებათ ინსტრუმენტი, რომელიც ავტომატიზებულ რეჟიმში 🤖  დაითვლის და აღრიცხავს თითოეულ ვიზიტორს ინდივიდუალურად.
  • წინასწარ გაანალიზებული და გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით თავად გახდება ონლაინ ჩატით დიალოგის წამოწყების ინციატორი და მხოლოდ პასუხის მიღების შემთხვევაში მოახდენს ვიზიტორის ოპერატორთან გადამისამართებას 👨‍💻.
  • შეაფასებს ვიზოტორებს ქულების მიხედვით, რის საფუძველზეც გაგიფილტრავთ ვიზიტორებს ყიდვისადმი მზადყოფნის მიხედვით 👌.
  • მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, ამ დრომდე: როდის, რამდენჯერ, საიდან, რომელ გვერდზე, რამდენი ხნით და ა.შ. 🔎 იყო შემოსული კონკრეტული ვიზიტორი.
  • შესაძლებელი იქნება CRM სისტემასთან მიერთება უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად და რიგი შეტყობინებების ავტომატიზებულ რეჟიმში დასაგზავნად 📮.

 

შესაძლებელია ეს და სხვა მრავალი გადაწყვეტილება დაინერგოს და მოერგოს კონკრეტულად თქვენს საქმიანობას, ამისთვის 👇:

  1. მომწერეთ თქვენი საიტის მისამართი. ამისთვის 👉  დაკლიკეთ აქ ან ელ.ფოსტაზე: info@spec.ge
  2. გეტყვით რისი გაკეთება შეიძლება კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში.
  3. გამოგიგზავნით სარეგისტრაციო ბმულს, პროგრამული უზრუნველყოფის გასააქტიურებლად.
  4. გავუშვებთ უფასო სატესტო ვერსიას.
  5. დაინტერესების შემთხვევაში, შევთანხმდებით შემდგომი თანამშრომლობის პირობებზე.

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
ვებსაიტი
გვჭირდება თუ არა SSL სერტიფიკატი?
CRM
CRM vs EXCEL ⚔ ბრძოლა ბიზნესის გადასარჩენად
CRM
CRM – 10 მტკიცებულება, თუ როგორ არ იყენებთ თქვენი ბიზნესის შესაძლებლობებს!