CRM

გაყიდვების ძაბრი ➡ გაყიდე მეტი 💵 სწრაფად ⚡ და გონივრულად 🧠


სანამ უშუალოდ გაყიდვების ძაბრის თემას შევეხებით, მოკლედ მისი აუცილებლობის შესახებ ვისაუბროთ, ხოლო პოსტის ბოლოს შეგხვდება გათამაშება, 10%-იანი ფასდაკლების მისაღებად.

რას ემსახურება შენი ბიზნესი და რა ღირებულის გაცემა შეგიძლია სხვებისთვის? – ვფიქრობ ეს არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომლის დასმაც შენთვის შემიძლია.

დღეს თუ გაქვს ამბიცია შემქნა ბრენდი, გაყიდო მეტი, სწრაფად და გონივრულად – გულწრფელობის და ფილოსოფიის გარეშე გაგიჭირდება…💭

ზოგიერთისთვის ეს ორი სიტყვა ბიზნესის საპირისპირო მნიშვნელობისაა ⚠, მაგრამ თუ  ქმნი ღირებულს და მზად ხარ განვითარებისთვის – დღეს, როგორც არასდროს, ბაზარი მზად არის შენს მისაღებად 🤝.

უწყვეტმა ინფორმაციულმა ნაკადმა ტვინში წარმოქმნა დამცავი ფილტრი, რომელიც ჩვენთვის მხოლოდ ღირებულ და საინტერესო ინფომაციას ატარებს 🧠. სწორედ ეს მექანიზმი გვიბიძგებს ვიყოთ სხვებზე მეტად უნიკალურები და შევთავაზოთ მათ მეტი ღირებული.

თუ არ დაიწყე გაციფრულება, თუ არ შექმნები გაყიდვების ავტომატიზებული სისტემები, აკონტროლე შედეგები და იზრუნე განვითარებაზე – როდემდე აპირებ დაძველებული მეთოდებით ფუნქციონირებას?

კმაყოფილი მომხმარებელი გუშინდელი დღეა. შენი მიზანია მომხმარებელი იყოს წარმატებული!

ამისთვის შენ გჭირდება გაყიდვების ძაბრი (+ მეთოდოლოგია), რომელიც სამიზნე აუდიტორიას ერთ სივრცეში მოუყრის თავს და გაყიდვის სტანდარტულ პროცესთან ერთად, 1 კვირის, ან თუდაც 1 წლის განმავლობაში გაატარებს ე.წ. მომხმარებლის თავგადასავალს, რომელიც მეტ გაყიდვაში და ბრენდისადმი ლოიალობის გაზრდაში დაგეხმარება. შენი ბიზნესი სხვანაირად მუშაობს? მაშინ დაკლიკე აქ

👆 ეს არის გაყიდვების ძაბრის ყველაზე მარტივი განმარტება. ქვემოთ მოგიმზადე ილუსტრაცია, რომელზეც ჩანს თუ როგორ გადიან მომხმარებლები გაყიდვების ძაბრში და როგორ მცირდება მათი რაოდენობა თითოეულ ეტაპზე 🚩.

 

გაყიდვების პროცესი - ეტაპები

გაყიდვების ძაბრი (მარტივი ვერსია)

გაიდვების ძაბრის ფორმირებისას მნიშვნელოვანია გამართული არქიტექტურა. საჭიროა ყოველი ეტაპი/აქტივობა საკვანძო მაჩვენებლების გათვალისწინებით დგებოდეს. შემდგომ ამ მაჩვენებლებზე დაკვირვებით შენ მოგეცემა მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალება 📈.

როგორ მუშაობს შენი ბიზნესი დღეს? ჩემი გაყიდვების პროცესი იმდენად ავტომატიზებულია, რომ სხვებზე 5-ჯერ ნაკლებ ადამიანურ რესურსს ვიყენებ. ეს ძალიან დიდი ეკონომია, კომფორტი და განვითარების შესაძლებლობაა.
თავად ციფრები  მკარნახობენ რა არ მიმუშავებს და სად არის ჩემი პრობლემური/ძლიერი მხარეები…

ამ თემაზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება. სწორედ ამიტომ, შევეცადე ჩამომეწერა რამოდენიმე რჩევა, რომლებიც ჩემი აზრით განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ:

  • გაყიდვების პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად ავტომატიზებული.
  • შედეგებს უნდა აკვირდებოდე როგორც ჯამურს, ასევე თითოეული გაყიდვების მენეჯერის ჭრილში.
  • იყავი მუდამ პრობლემების ძიებაში, თითოეული ეტაპის შედეგის გასაუმჯობესებლად.
  • აკონტროლე ბიუჯეტი და დაითვალე რა გიჯდება: რეგისტრაცია, შეხვედრა, გაყიდვა. მიზანია მათი ღირებულების შემცირება.
  • ყურადღება მიაქციე, რომელია საკვალიფიკაციო ეტაპი შენი ბიზნესისთვის? ეტაპი,  რომელიც უბრალოდ დაინტერესებულ მომხმარებელს პოტენციურ მყიდველად აქცევს. მაგალითად: ეს შეიძლება იყოს შეხვედრა, პროდუქტის კალათაში დამატება და ა.შ.

იმისათვის რომ არ შეგიქმნა ილუზია და არ გეგონოს რომ გაყიდვების ძაბრი ასე მარტივად გამოიყურება, გიზიარებ მონახაზს (რაც ძაბრის შიგნით ხდება), რომელიც რეალურად მთელი პროცესის ერთერთი შემადგენელია ნაწილია 👇

მარკეტინგის ავტომატიზება

მარკეტინგის ავტომატიზება

ეს ავტომატიზებული სისტემა უკვე გუშინ უნდა გქონოდა შენი ბიზნესისთვის, მაგრამ არც ახლა არის გვიანი. 👉 მომწერე აქ ახლავე 👈 შენი საქმიანობის შესახებ და მე გაგიზიარებ ჩემს 7+ წლიან გამოცდილებას, თუ რისი გაკეთება შეიძლება კონკრეტულად შენს შემთხვევაში. მინიმალური დანახარჯებით – მაქსიმუმის მისაღებად!


 👇ეს კი 10%-იანი ფასდაკლების მოგების შანსი 👇

წარმოიდგინე კომპანია, რომელიც კომპიუტერის გარეშე, ფურცლებზე მუშაობს. შენ კი ყიდი კომპიუტერებს და ცდილობ როგორმე აუხსნა, რომ მუშაობის და ზოგადად განვითარების პროცესი, გაცილებით მარტივი შეიძლება იყოს.

პასუხად კი ისმენ ფრაზებს: “ელ.ენერგიას დაწვავს, ხარჯია”, “ისედაც მშვენივრად ვმუშაობთ”, “მაგას რა ისწავლის”, “ჯერ არ გვჭირდება” და ა.შ.

🎁 როგორი იქნებოდა შენი პასუხი ასეთ შემთხვევაში? მომწერე აქ 👉 https://m.me/kordzigio
საუკეთესო პასუხის ავტორი მიიღებს 10%-იან ფასდაკლებას ჩემს ნებისმიერ მომსახურებაზე 💪


რეალურად ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ოღონდ ამ შემთხვევაში კომპიუტერიან კომპანიებს ვეუბნები რომ არსებობს რაღაც, რაც მათ მუშაობის პროცესს გაცილებით მარტივს, სწრაფს და განვითარებაზე ორიენტირებულს გახდის.

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
გაყიდვები
კვლევის შედეგები ⬆ რა იქნება ტრენდული 2019 წელს?
მარკეტინგი
რა არის ციფრული მარკეტინგი?
მარკეტინგი
დიდი მონაცემები (Big Data) – ვიდეო