მარკეტინგი

რატომ და როგორ დაიბლოკა ჩემი სარეკლამო ანგარიში


Facebook სოციალიზმი – ანუ ისტორია იმისა, თუ რატომ და როგორ დაიბლოკა ჩემი სარეკლამო ანგარიში.

Facebook-სთვის სულერთია რამდენს ხარჯავთ რეკლამაში. გამომდინარე იქედან, რომ მისი პოლიტიკა არ ითვალისწინებს მომხმარებლების დიფერენციაციას ბიუჯეტის მიხედვით, ყველას თანაბარ პატივში ამყოფებს.

ამასთან დაკავშირებით ჩემი გამოცდილების გაზიარება მინდა, რადგან პრობლემის დადგომის დროს ბევრს ვთხოვე დახმარება, მაგრამ აღმოჩნდა რომ მსგავსი რამ არცერთ მათგანს არ შემთხვევია.

ერთ მშვენიერ დღეს (2015 წელს) გადავწყვიტე Facebook Pixel გამომეყენებინა და პიქსელის კოდი ლენდინგზე განვათავსე. განთავსებიდან მაქსიმუმ 10 წუთში კომპანიის ორწლიანი, ბევრიფულნადები, დიდადნაღვაწი, მრავალნატესტი სარეკლამო ანგარიში და მასზე მიმაგრებული კომპანიის ბარათი სამუდამოდ დაიბლოკა.

აღმოჩნდა, რომ ამ ლენდინგისთვის გაშვებული საცდელი რეკლამის ბიუჯეტით (რომელიც ბუნებრივია მცირე იყო), ვზემოქმედებდი მცირე რაოდენობით ადამიანზე, ანუ განზრახული მქონია მათი შეწუხება.
მარტივად რომ ვთქვათ რემარკეტინგისთვის მცირე აიდიტორიას ვაგროვებდი და ჩემი რეკლამები მათთვის შემაწუხებელი გახდებოდა.

  1.  ეს რობოტის შეცდომაა. არასწორად გამიგო:))
  2.  რომც მდომებოდა, Facebook არ მომცემდა მისი მომხმარებლების შეწუხების უფლებას (შეძლებისდაგვარად).

შედეგად: პანიკა. იმიტომ რომ კომპანიის სპეციფიური ბიზნეს პროცესებიდან გმომდინარე, ლიდებს გარეშე ერთი დღეც კი ძალიან შემაფერხებელია.

  • რჩევა #1: ნუ დაელოდებით Facebook-ის დახმარებას, შექმენით ახალი სარეკლამო ანგარიში, მიაბით სხვა ბარათი და განაგრძეთ მუშაობა. თუ იყენებთ Business Manager-ს ეს პროცესი მეტად სწრაფი და მარტივია რადგან მას 2 სარეკლამო ანგარიში ისედაც მოყვება და გადართვას ეგრევე შეძლებთ.
  • რჩევა #2: ასეთ დროს ალბათ მიწერთ Support-ს ემოციურ წერილს, მაგრამ პასუხს იმ დღესვე, იმ კვირასვე ან ჯობია 2 კვირის განმავლობაში ნუ დაელოდებით. Facebook ამაზონი არ არის მაგ საკითხში (სამწუხაროდ). მე გამიმართლა და ერთ კვირაში მიპასუხეს რომ ჩემი სარეკლამო ანგარიში განიბლოკა, მაგრამ ბარათს დღემდე არაფერი ეშველა.

უამრავი კომპანია და ინდივიდუალური პირი იყენებს Facebooks-ის სარეკლამო მომსახურებას, ამიტომ თითოეული რეკლამის შემოწმება რობოტის მიერ ხდება. ამას ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც, როგორც ხედავთ პრობლემები ახლავს. გაითვალისწინეთ რჩევები და გახსოვდეთ, რომ პრობლემებთან გამკლავება თქვენი პროფესიონალიზმის ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

გისურვებთ წარმატებებს!

ფიქრობ რომ ეს პოსტი სასარგებლო იყო შენთვის? მაშინ გაუზიარე მეგობრებს და დაგვიტოვე შენი აზრი კომენტარებში!

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
სოციალური მედია
რა უნდა გავითვალისწინოთ Facebook გვერდის შექმნისას
გაყიდვები
ჩატბოტი – #1 ინსტრუმენტი, გაყიდვების მესენჯერ მარკეტინგით გასაზრდელად 🤖
მარკეტინგი
რა არის ციფრული მარკეტინგი?
There are currently no comments.