ეკონომიკა

ეკონომიკა – იდეებისა და შეხედულებების ისტორია (ნაწილი I)


 

ეკონომიკა, იმ ტერმინის მნიშვნელობამდე, რომლითაც დღეს გამოიყენება, რა თქმა უნდა თანდათანობით მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ადრე, ის როგორც ცალკე მდგომ სწავლებად არ აღიქმებოდა, ამ მნიშვნელობის პრაქტიკული, მარტივი გამოყენებები მაინც არსებობდა.

პირველი ადამიანი, რომელიც ალბათ ეკონომიკური აზრის ფუძემდებლად შეიძლება ჩაითვალოს, იყო არისტოტელე და სხვა ბერძენი ფილოსოფოსები (მაგ.: ქსენოფონტე და მისი ნაშრომი “იოკონომიკოსი). არისტოტელე ამბობდა, რომ სიმდიდრე არ არის მიზანი, არამედ საშუალება.

შუასაუკუნეებში (XVI-XVII), განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, ეკონომიკის განვითარების პარალელურად, იწყება მასზე, როგორც განცალკევებულზე მსჯელობა. პარალელურად კი მიმდინარეობს ნაციონალური (ასევე პირადი) ინტერესების დაცვით სახელმწიფოს ფორმირების პროცესი. ამის საჭიროება იყო გამოწვეული იმით, რომ სახელმწიფოში ხაზინის გასამდიდრებლად მონეტებში იაფფასიან მეტალებს ურევდნენ, ეს კი რაც რა თქმა უნდა ხალხის მხრიდან უკმაყოფილებას იწვევდა.

ამ პერიოდში იწყება სხვადასხვა მოსაზრებების გამოქვეყნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა არეგულირებდეს სახელმწიფო ამ პროცესებს, რამაც დაბადა ახალი ტერმინი “პოლიტიკური ეკონომია”. მისი საკვანძო საკითხი იყო უშუალოდ ვაჭრობის რეგულირება. მაგრამ სად უნდა გავლებულიყო ზღვარი სახელმწიფო და კერძო ინტერესებს შორის?
სწორედ XVI-XVIII საუკუნის ლიტერატურა და ეს პერიოდი ითვლება მერკანტილიზმად.

ამ საკითხებში კათოლიკური ეკლესიაც აქტიურობდა. მაგალითად, რეფორმაციის ერთერთი ლიდერი მარტინ ლუთერი წინააღმდეგი იყო მევახშეობისა, ხოლო კალვინი კი პირიქით, ამაში სამართლიანობის პრინციპს ხედავდა.
მეცნიერები, ჩაილდი და ლოკი მოითხოვდნენ მევახშეობის პროცენტის მკაცრ რეგულირებას. ასევე რა თქმა უნდა აზრები განახვავდებოდა ბანკირებსა და მოვაჭრეებს შორის, რადგან ყველა უმთავრესად საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით აზროვნებდა.

აქვე აქტუალური ხდება ხელფასის თემა. აღსანიშნავია იუნგის ზოგადი, მერკანტილისტური აზრის შეჯამება ამასთან დაკავშირებით. ის ამბობდა:

“ყველამ, თუ ის იდიოტი არ არის, იცის, რომ დაბალი კლასები უნდა შენარჩუნდეს სიღარიბეში. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ იქნებიან შრომისმოყვარენი…”.

არადა მოგვიამენებით, მწერალი დანიელ დეფო ამბობდა:

“…თუ ხელფასი მცირე და საწყალია, ასეთივე იქნება ცხოვრებაც. თუ ადამიანები მიიღებენ ცოტას, ისინი ცოტას დახარჯავენ და ეს მაშინვე აისახება ვაჭრობაზე.”

ამით დეფო აღნიშნავდა იმას, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის მხოლოდ საგარეო ვაჭრობა არ არის საკმარისი, არამედ საჭიროა შიდა ბაზარზე ზრუნვაც. რადგან ეკონომიკას ამოძრავებს როგორც გარე, ასევე შიდა მოთხოვნა.

მერკანტილისტთა მთავარი განსჯის საგანკ იყო პროტექციონიზმი და ვაჭრობის თავისუფლება. საბოლოო მიზანი კი  – სახელმწიფო ხაზინის გამდიდრება, გადინების შემცირების და ქვეყანაში შემომავალი სიმდიდრის ზრდის ხარჯზე.

სწორედ ამ ლოგიკით, ეწინააღმდეგებოდნენ ოსტინდოეთის კომპანიას, რომელიც ვაჭრობით იყო დაკავებული და სახელმწიფოდან სხვა ქვეყნებში გაქონდა ფული. აქ საინტერესოა ამ კომპანიის წარმომადგენლის, თომას მანის პოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ ეს თანხები მიზნობრივად გადიოდა და მნიშვნელოვანია არა რამდენი გავიდა, არამედ ვაჭრობის შედეგად მიღებული ბალანსი, რაც საბოლოოს ქვეყნის სიმდიდრეზეც ისახება.
სწორედ აქ გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს მიდგომა ცუდი არ არის. მაგრამ ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში ეს ბალანსი შეიძლება იყოს დადებითი, ზოგიერთის შემთხვევაში კი უარყოფითი. ანუ ჩამოყალიბდა შედარებით ჯანსაღი წარმოდგენები ფულის ხარჯვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

როგორ ვითარდებოდა ამ ყველაფრის პარალელურად ეკონომიკისადმი მეცნიერული მიდგომები?
არსებობდა სხვადასხვა აზრი, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მომხდარეყო საკუთარი პოზიციის დასაბუთება. რადგან მხოლოდ მოსაზრებებზე დაყრდნობა არასაკმარისი იყო. საინტერესო ციტატაა უილიამ პეტის წიგნიდან “პოლიტიკური არითმეტიკა”, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა:

“…იმის ნაცვლად, რომ გამოყენებული იქნას მხოლოდ სიტყვები, შედარებით და აღმატებით ხარისხში, გონიერი არგუმენტებით, მე შევუდექი ჩემი აზრების ციფრების, საზომების და შედარებების ენაზე გამოხატვის გზას…, ვიყენებ მხოლოდ არგუმენტებს, რომლებიც მოდის საგრძნობი გამოცდილებიდან და განვიხილავ მხოლოდ მიზეზებს, რომლებსაც აქვთ არსებითი საფუძვლები.”

იმ დროს სტატისტიკა არ არსებობდა და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება გამოითქმებოდა. სწორედ ვილიამ პეტიმ იყო პირველი, რომელმაც შეეცადა ინგლისის შემოსავალი გამოეანგარიშებინა. მართალია ის ციფრი რეალობისგან აცდენილი იქნებოდა, მაგრამ ეს იმ დროისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მიუხედავად ამისა, საუკუნის შემდეგ ადამ სმიტმა განაცხადა, რომ მას არ სჯეროდა პოლიტიკური არითმეტიკის.
ყველაფრის მიუხედავად, უილიამ პეტი ითვლება ეკონომეტრიკის და სტატისტიკის ერთერთ ფუძემდებლად.

ჯონ ლო – ძალიან საინტერესო ფიგურა,  რომელიც საბანკო საქმით იყო დაკავებული. მან გამოუშვა პირველი ქაღალდის ფული და შექმნა სააქციო საზოგადოება, სადაც მიმდნარეობდა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. ეს იყო პირველი ბირჟა, მაგრამ ჯონ ლო-ს მიერ შექმნილი სქემა ერთგვარი პირამიდა აღმოჩნდა, რომელიც XVIII საუკუნეში დაიშალა. ხალხი მისი სიკვდილით დასჯას მოითხოვდა, რადგან ამ სისტემაში სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ადამიანი იყო ჩართული.

ჯონ ლოს პირამიდოს მთავარი ბენეფიციარი იყო რიჩარდ კანტილონი, რომელიც გამდიდრდა ლოს პირამიდის შენების და მისი დაშლის პროცესშიც. ის ძალიან კარგად ერკვეოდა საბანკო სისტემაში და სხვა ქვეყნების მსგავს აქტივობებშიც იყო ჩართული. მასაც დიდი პრობლემები შეექმნა და როგორც ცნობილია სახლი დაეწვა, რომელშიც ის იმყოფებოდა. მაგრამ ამასთან დაკავშირებით სხვა ვერსიებიც არსებობს, თითქოს ის დამწვარი სხეული სხვას ეკუთვნოდა და ეს ქვეყნიდან მისი გაუჩინარების გეგმა იყო. ფაქტია ის, რომ მისი დატოვებული ნაწერების საფუძველზე, წლების შემდეგ, ძალიან საინტერესო ნაშრომი შეიქმნა, რომელიც შეიძლება ითქვას ეკონომიკის თეორიულად ამღწერი პირველი სისტემა იყო.

 

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!