დღიური

ვისმენთ, გვინდა, მაგრამ არ ვმოქმედებთ. გაინტერესებთ რატომ?


ჩვენში არის პატარა “ადეკვატური მე”, რომელზეც ათასი ნაგავია მიყრილი. “ადეკვატური მე” განწირული ხმით ითხოვს რამე გავაკეთოთ, მაგრამ ეს ნაგავი იმდენია, რომ მისი ხმა არ ისმის. და ჩვენ ეს მოგვწონს, ხომ ასეა?

🔻

მოგვწონს როდესაც არაფერია გასაკეთებელი. როდესაც უსასრულოდ ვსქროლავთ და ვსქროლავთ არაფრისმომცემ Facebook-ს. მაგრამ ის ნაგავი, რომ Facebook საჭიროა, სქლად არის მიყრილი “ადეკვატურ მე”-ზე.

🔻

გამოწვევა: დეაქტივაცია გაუკეთეთ თქვენს Facebook-ს ერთი თვით და ნახეთ რა მოხდება. არაფერი! თქვენი ცხოვრება არ შეიცვლება. გარდა დღეში მინიმუმ იმ ერთი საათისა, რომელიც რაიმე სასარგებლოს კითხვას შეგიძლიათ მოახმაროთ.

🔻

100-დან 5 გააკეთებს და მხოლოდ 2 გაძლებს ერთ თვეს. რატომ?

🔻

ამ ფენომენს ალბათ “გააჩუმე ადეკვატური მე” ჰქვია, როდესაც ის ზედმეტად შემაწუხებელი ხდება და ცოტახნით ამოსუნთქვის საშუალებას ვაძლევთ. ხოლო შემდეგ “დამშვიდებული ნამუსით” ისევ მის ადგილას ვაბრუნებთ. ეს ბუნებრივია, ყველას გვემართება.

🔻

რამდენჯერ დაგვიწყია რაღაცის კეთება და ბოლომდე არ მიგვიყვანია, თუნდაც დიეტის, ვარჯიშის. იმიტომ რომ არასაკმარისად გვტკივა, იმიტომ რომ არ ვართ სტივ ჯობსივით – “stay foolish, stay hungry”.

🔥

მზად ხარ გამოწვევისთვის❓

🔥

დაწერე რას მოიკლებ “ადეკვატურის მე”-ს გადასარჩენად!

🔥

FOLLOW: https://lnkd.in/dXaUE7K

#დაიმუხტეწარმატებით

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
გაყიდვების ძაბრი ➡ გაყიდე მეტი 💵 სწრაფად ⚡ და გონივრულად 🧠