მარკეტინგი

თანამედროვე მარკეტინგი – ახალი ერა!


როგორ მოვიპოვოთ მომხმარებელთა ნდობა და შევძლოთ მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობა?

ნებისმიერი კომპანია, ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და განვითარების უწყვეტ მდგომარეობაში გადასასველად აუცილებლად უნდა იყენებდეს თანამედროვე მიდგომებს, პლატფორმებს და პროგრამულ გადაწყვეტილებებს. რატომ? იმიტომ რომ ინტერნეტის არსებობამ მოგვცა საშუალება გავიზიაროთ ჩვენ სფეროში ბაზრის საუკეთესო მონაწილეების გამოცდილებები და გავატაროთ ისინი პრაქტიკაში.

ჩვენ ვიმყოფებით მარკეტინგის ახალ ერაში, სადაც წარმატების მისაღწევად თავს არ უნდა მივცეთ უფლება დავეყრდნოთ ძველ სწავლებებს და მოვითხოვოთ დიდი სარეკლამო ბიუჯეტი ბიზნესის დასაწყებად. დღეს ჩვენ შეგვიძლია ხმა მივაწვდინოთ ჩვენს სამიზნე აუდიტორის თანამედროვე სარეკლამო პლატფორმების დახმარებით.

დღეს განასხვავებენ Inbound და Outbound მარკეტინგს, რომლის მნიშვნელობაშიც აუცილებლად უნდა ვერკვეოდეთ, რადგან ეს მოგცემთ საშუალებას სხვა კუთხით შეხედოთ თანამედროვე მარკეტინგულ ტენდენციებს და მიხვდეთ თუ რაშია რეალურად განსხვავება.


OUTBOUND MARKETING

მომხმარებელი გნახულობთ სხვადასხვა ფასიანი რეკლამის საშუალებით. ამ ტიპის მიდგომად შეიძლება ჩაითვალოს სატელევიზიო, რადიო რეკლამა, ცივი ზარი, პირდაპირი ელ.შეტყობინება და სხვა საშუალებები, რომლითაც „ვიჭრებით ადამიანის ცხოვრებაში“ და ვცდილობთ მათ დაინტერესებას და კლიენტად გარდაქმნას. ეს არის ინფორმაციის მიწოდების გზა, რომელიც გათვლილია მსმენელთა დიდ რაოდენობაზე და შედეგის მისაღწევად მოითხოვს ხშირ, განმეორებით დაკავშირებას. კონვერსიის, ანუ კლიენტად გარდაქმნის მაჩვენებელი როგორც წესი ძალიან დაბალი აქვს. გარდა ამისა, ასეთი ტიპის რეკლამის ღირებულება დღემდე უაზროდ დიდია (სხვა, მეტად ეფექტურ საშუალებებთან შედარებით).

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიუხედავად იმისა რომ ძვირია და კონვერსიის მაჩვენებელიც დაბალი, კომპანიების უმეტესობა თავისი ბიუჯეტის უმეტეს ნაწილს ასეთი ტიპის მიდგომაზე ხარჯავს. ამას გარკვეული სირთულეები ახლავს:

  • მოითხოვს დიდ დანახარჯებს.
  • კომუნიკაცია არის ცალმხრივი.
  • ძვირი ჯდება ან ზოგჯერ სულაც ვერ ხერხდება გაშვებამდე რეკლამის გატესტვა, უკვე დამზადებულ რეკლამაში ცვლილება კი ხარჯებთან არის დაკავშირებული.
  • რთულდება კონვერსიის მაჩვენებლის დაზუსტება წყაროების მიხედვით, შესაბამისად კი ეფექტურობის ზუსტად განსაზღვრა.
  • საიტის მომხმარებელთა 84% ტოვებს გვერდს შემაწუხებელი, არარელევანტური რეკლამების გამო.
  • 86% სატელევიზიო რეკლამებისას რთავს სხვა არხზე.
  • პირდაპირი ელ.შეტყობინებების 44% რჩება სამუდამოდ გაუხსნელი.
  • Outbound მარკეტინგის ბაზარზე ყველაზე ხმაურიანები იპყრობენ აუდიტორიის ყურადღებას.

მთავარი, რასაც უნდა ხვდებოდეთ, არის ის, რომ ეს მიდგომა ეყრდნობა უფრო თქვენს წარმოდგენებს მომხმარებელთა შესახებ, ვიდრე მიმდინარე პერიოდში მათ რეალურ სურვილებს და მოთხოვნილებებს.

საინტერესო სტატისტიკა: თქვენ უფრო დიდი ალბათობით გადაურჩებით ავიაკატასტროფას, ვიდრე სარეკლამო ბანერის მეშვეობით ვინმეს კლიენტად კონვერტირებას.


INBOUND MARKETING

რატომ არის Inbound მარკეტინგი Outbound-ზე გაცილებით ეფექტური? Inbound მარკეტინგი მუშაობს სამიზნე აუდიტორიის ყურადღების მოპოვებაზე, და არა მის ყიდვაზე. ის ქმნის ხარისხიან კონტენტს, რომლითაც იპყრობს მათ ყურადღებას და მეტად აახლოვებს თქვენს პროდუქციას. ასეთი სახით, ანუ მომხმარებლის ნებართვით მიღწეული კომუნიკაცია, ზრდის კონვერსიის ალბათობას 750%-ით, უნებართვო ჩარევასთან შედარებით. თქვენ ქმნით ისტორიას და აწვდით მომხმარებლებს კონტენტს, რომელიც მათ სარგებელს მოუტანს.

მთავარი განსხვავება არის ის, რომ თქვენ გასცემთ სარგებელს და თანამშრომლობის გრძელვადიან პერსპექტივაზე დაყრდობით ცდილობთ ნდობის მოპოვებას.

ეს არის სრული, მეტად საინტერესო, სწორი და კომპლექსური მიდგომა! რომლის განხორციელების პროცესშიც, როგორც წესი, არაერთი მარკეტინგული ინსტრუმენტი გამოიყენება. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ხარისხიანი კონტენტი, რომელიც გაზრდის ნდობის ხარისხს და ჩართულობას. როგორ მოვიქცეთ თუ გაქვთ ისეთი სახის პროდუქტი, რომლის შემთხვევაშიც ამას ვერ ვახერხებთ? არაუშავს, მთავარია მიყვეთ Inbound მარკეტინგის ძირითად პრინციპებს და თქვენ მიაგნებთ პასუხს, თუ რა სარგებელი უნდა გასცეთ უფასოდ, რათა თქვენი მომხმარებლები უფრო ლოიალურები გხდნენ თქვენი ბრენდის მიმართ.

მაშ ასე, გადაწყვეტილება თქვენზეა, გამოიყენებთ ძვირადღირებულ, მხოლოდ დღეს შემოსავლის მიღებაზე დაფუძნებულ მიდგომას, თუ შეეცდებით შექმნათ ბრენდი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივზე დაყრდნობით მიაწვდის თქვენს მომხმარებლებს უფასო სარგებელს და ნდობის მოპოვების გზით შეეცდება გაყიდვების გაზრდას.

 

როგორ შევძლოთ ეს?

ნებისმიერი პროდუქტის შემთხვევაში შეიძლება რამის მოფიქრება. ეს რაღაც შეიძლება ჯერ არ გაქვთ, მაგრამ მოფიქრებაც არ უნდა იყოს პრობლემა. მაგალითად, თუ ყიდით ძვირფას საწერ კალმებს, თქვენ უნდა დაფიქრდეთ, რა დააინტერესებდა მყიდველს. იქნებ ცნობილი ადამიანების ხელნაწერები, ან საინტერესო ინფორმაცია კალიგრაფიის შესახებ, ან სულაც რჩევები თუ როგორ შეიძინონ ხარისხიანი კალამი და მოუარონ მათ.

ტესტირება – თქვენი საუკეთესო მრჩეველი!

არ შეიძლება გადაჭრით რაიმე იდეაზე საუბარი, საჭიროა მუდამ ტესტირების პროცესში ყოფნა, რათა ეფექტურობის მაჩვენებელი მუდამ სიმაღლეზე ამყოფოთ. საკუთარი გემოვნების ნდობას ყოველთვის ამჯობინეთ გამოკითხოთ თქვენი მომხმარებელი და მან თავად გიკარნახოთ სწორი პასუხი, ამაში ხომ არაფერია ზებუნებრივი, ეს მომხმარებელზე ზრუნვაზე დამყარებული სტრატეგიაა.

გისურვებთ წარმატებებს!

ფიქრობ რომ ეს პოსტი სასარგებლო იყო შენთვის? მაშინ გაუზიარე მეგობრებს და დაგვიტოვე შენი აზრი კომენტარებში!

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
ციფრული სტრატეგია ☑ 5 ნაბიჯი 📈 რესურსების X-ჯერ გასაზრდელად
მარკეტინგი
რა არის ციფრული მარკეტინგი?
CRM
CRM vs EXCEL ⚔ ბრძოლა ბიზნესის გადასარჩენად
There are currently no comments.