გაყიდვები

კვლევის შედეგები ⬆ რა იქნება ტრენდული 2019 წელს?


კომუნიკაციის ახალი არხების ათვისება 🔝

2016 წლის 12 აპრილის, Facebook ავრცელებს განცხადებას მესენჯერისთვის ბოტების შექმნის შესაძლებლობის შესახებ ✅ სწორედ აქედან იწყება ჩატბოტების ბუმი, რადგან კომპანიებს მიეცათ ყველაზე პოპულალური პლატფორმის უკეთ ათვისების საშუალება.

❗ ამავე წელს, გამოკითხული 800 გადაწყვეტილების მიმღები პირიდან 80% ადასტურებს, რომ ის უკვე იყენებს, ან 2020 წლამდე აპირებს ბიზნესში ჩატბოტის გამოყენებას (წყარო – ORACLE).

კომუნიკაციის ტექნოლოგიური ტენდენციები აშკარად მიგვანიშნებს, რომ ტექსტური კომუნიკაცია გახდა სოციალურად აბსოლუტურად მისაღები ფორმა. ფაქტია, რომ  ადამიანების უმეტესობა დარეკვის ნაცვლად ინფორმაციის ტექსურ რეჟიმში მიღებას ამჯობინებს. სწორედ ამიტომ, მომხმარებელთა მხარდაჭერის არხებისთვის, ბოტების აუცილებლობა სწრაფად იზრდება ⬆.

👉 დაკლიკე აქ და გაეცანი შენთვის შექმნილი ჩატბოტების ქართულ მაგალითებს – ბიზნესის TOP 6 სფეროდან!

აპლიკაციების vs მესენჯერ ბოტების ზრდა

ვფიქრობ ჩატბოტების პოპულარობის ზრად მისმა ხელმისაწვდომობამაც გამოიწვია. დღეს არსებობს უამრავი უნივერსალური ციფრული გადაწყვეტილება, რომლებიც გვგონია რომ მხოლოდ დიდი ბიზნესისთვის არის ხელმისაწვდომი – მაგრამ ეს მცდარი აზრია! ❌
რაც უფრო მალე გაიაზრებ ციფრული შესაძლებლობების მრავალფეროვნებას და ხელმისაწვდომობას, მით უფრო დროულად შეძლებ განვითარებას.

❓ რა ხდება როდესაც მომხმარებელი ვებსაიტზე შემოდის? ის თავად ცდილობს მიაგნოს იმ ინფორმაციას, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

იცოდი თუ არა, რომ საიტის ვიზიტორების 55% ამისთვის 15 წამზე ნაკლებ დროს გითმობს 😯 (წყარო – HubSpot).

დროს და შეთავაზების უნიკალურობას/ლაკონურობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

დაკავშირების სისწრაფე - კონვერსია

დაკავშირების სისწრაფე – კონვერსია

Inside Sales და Harvard Business Review-ს კვლევის თანახმად, მომხმარებლის მხრიდან დაინტერესების გამოხატვიდან მის კონტაქტად გარდაქმნამდე – ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სწრაფ უკუკავშირში ძალიან დიდი პოტენციალი იმალება ⚡. კვლევამ აჩვენა, რომ დაკავშირების მოთხოვნიდან სულ რაღაც 10 წუთში კონტაქტად გარდაქმნის ალბათობა 400%-ით მცირდება 😱, რაც ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია. ეს არის კიდევ ერთი მანიშნებელი იმისა, რომ ჩატბოტები არის #1 გადაწყვეტილება ამ გამოწვევასთან ავტომატიზებულ რეჟიმში გასამკლავებლად.

👉 დაკლიკე აქ, შენს ბიზნესზე მორგებული ჩატბოტის შესაქმნელად!

 

მეტი შესაძლებლობა, ნაკლები დანახარჯებით 💲

ტექნოლოგიური განვითარება ყოველთვის უმუშევრობის შიშს ბადებდა, რაც ბუნებრივია, რადგან ის ნაკლებ ადამიანურ რესურსს საჭიროებს ⬇.

რამდენად მართლდება უმუშევრობის შიში ეს ცალკე საკითხია, მაგრამ კონკრეტული კომპანიებისთვის ადამიანური რესურსის ავტომატიზებით ჩანაცვლება საკმაოდ კომფორტული გადაწყვეტილებაა 😎.

ჩატბოტის პოტენციური წლიური დანაზოგები

ჩატბოტის პოტენციური წლიური დანაზოგები

მარკეტინგული პროცესების ავტომატიზება: ჩატბოტის, CRM სისტემის, ან სხვა ციფრული გადაწყვეტილებით – გვაძლევს მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მიღების საშუალებას 💪.

მნიშნელობა არ აქვს შენი ბიზნესის ზომას, მისი დანერგვა ახლავე შეგიძლია დაიწყო. რატომ არ უნდა მუშაობდე ისე, როგორც ტოპ კომპანიები მუშაობენ?

👉 დაკლიკე აქ და გაჩვენებ რისი გაკეთება შეიძლება შენი ბიზნესის შემთხვევაში!

 

მეტი ყურადღება 👉 ღირებულის შესაქმნელად

ციფრული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება 🌪. ხშირად ის რაც ახალი გვგონია, სხვაგან უკვე მოძველდა. შენ არ გაქვს მოდუნების საშუალება, რადგან ბაზარზე მოთამაშეების რაოდენობა მატულობს და სულ უფრო რთულდება მომხმარებლის ყურადღების მოპოვება…

რეკლამა

მომაბეზრებელი ერთფეროვანი რეკლამა

“სიახლე!”, “იჩქარეთ!”, “უპრეცენდენტო ფასდაკლება” და მსგავსი ფრაზები იცვითება – საჭირო ხდება მეტი ღირებულის შეთავაზება, რომელიც კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

🤖 სწორი მარკეტინგული სტრატეგიით და ამ სტრატეგიის გათვალისწინებით აგებული გაყიდვების ძაბრით შენ შეგიძლია ერთდროულად დაამუშაო ასობით და ათასობით პოტენციური მყიდველი. ამის მიღწევა ციფრული გადაწყვეტილებების გარეშე დიდი რაოდენობის ადამიანური რესურსის გამოყენებასთან და შესაბამისად ხარჯებთან არის დაკავშირებული.

გააციფრულე ბიზნესი, დასახე სწორი მიზნები, გაეცი მეტი ღირებული და რაც მთავარია იქონიე მოთმინება 💪

 

ჩატბოტები ⚔ ვებსაიტები ⚔ აპლიკაციები

ჩატბოტების პოპულარობის მთავარი მიზეზი სიმარტივეა. მას არ ჭირდება საიტის გვერდებში ქექვა და აპლიკაციის ჩამოტვირთვა 😏.

რა თქმა უნდა სამივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: კონკრეტულად რომელი, ან რომლებია ამ ეტაპზე საკეთესო გადაწყვეტილება შენი ბიზნესისთვის?

👉 დაკლიკე აქ და ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში მე დაგეხმარები

ბიზნესისთვის ციფრული გადაწყვეტილებების შერჩევაში გაიარე კონსულტაცია პროფესიონალებთან, რადგან წინდაუხედავობის გამო შეიძლება შეგექმნას პრობლემები, რომელთა გამოსწორება შემდგომ უფრო ძვირი დაგიჯდება.

ეს რა თქმა უნდა ტრენდული მიმართულებების არასრული ჩამონათვალია…

ამიტომ თვალყური ადევნე ჩემს ბლოგს და არ გამოტოვო სიახლეები, რომლებსაც გაციფრულებით შენი ბიზნესის განვითარება შეუძლია 💪

გისურვებ წარმატებებს და გამარჯვებას 2019 წლის ციფრულ ბრძოლაში 😊

 

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
მარკეტინგი
თანამედროვე მარკეტინგი – ახალი ერა!
მარკეტინგი
რა არის ციფრული მარკეტინგი?
CRM
ციფრული სტრატეგია ☑ 5 ნაბიჯი 📈 რესურსების X-ჯერ გასაზრდელად