CRM

✅ ლიდების გენერატორი ➡ ტოპ 3 გადაწყვეტილება ბაზის X-ჯერ გასაზრდელად


თუ ჯერ კიდევ არ გსმენია ლიდების გენერატორის შესახებ, ესეიგი ბიზნესის და ციფრული სამყაროს პოტენციალს საშუალოზე ცუდად იყენებ ⚠.

ლიდების (შენი შეთავაზებით დაინტერესებული ადამიანების) რაოდენობის ზრდა ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშნელოვანია 🔝. ყველას უნდა, რომ ლიდები იყოს ბევრი და ხარისხიანი, რაც გაყიდვების ალბათობის და რაოდენობის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

დღეს საქართველოში პოტენციური მყიდველების (იგივე ლიდების) მოძიების ძირითად წყაროდ Facebook ვიყენებთ, მაგრამ სამწუხაროდ მისი ბევრი საინტერესო ინსტრუმენტი უყურადღებოდ რჩება ❗ განსაკუთრებით მცირე კომპანიები, მხოლოდ Boost ღილაკს იყენებენ. ამიხსენი, რაში ჭირდება ბიზნესს “ლაიქები” და კომენტარები, როდესაც იგივე ბიუჯეტით ბევრად მეტი საკონტაქტო მონაცემის მოპოვება შეგიძლია.

👉 დღეს მინდა ვისაუბროთ სწორედ ამ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც იგივე ბიუჯეტით, ბევრად უკეთეს, პროდუქტიულს და წინდახედულს გახდის შენს სარეკლამო აქტივობებს.

საინტერესოა:

❓ რა გიჯდება ერთი ლიდი? ან საშუალოდ რამდენი ლიდი გჭირდება ერთი რეალური შეკვეთის მისაღებად? – შედეგების არ დათვლა ბევრ დროს, რესურსს და ენერგიას გვაკარგვინებს, რომლის დაზოგვაშიც მე შემიძლია დაგეხმარო 👉 ამისთვის დაკლიკე აქ

ლიდების გენერატორი # 1⃣: ლიდების რეკლამა

Facebook Lead Ads – ალბათ შეგხვედრია რეკლამა, რომელზე დაკლიკვის შედეგადაც არსად არ გადადიხარ, არამედ იქვე იხსნება პატარა ფანჯარა, სადაც უკვე შეყვანილია შენი სახელი, მობ.ნომერი ან სხვა სახის ინფორმაცია და შენ მხოლოდ Submit ღილაკზე დაკლიკვა მოგეთხოვება.

Facebook Lead Ads - ლიდების რეკლამა

Facebook Lead Ads – ლიდების რეკლამა

ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი რეკლამა, რომელსაც ისედაც “ბუსტავ”, მაგრამ ამ ფუნქციით ის ბევრად პროდუქტიული გახდება. მოცემული საკონტაქტო მონაცემების გადმოწერა Excel-ის ფაილად  შეგეძლება, ან ბევრად დახვეწილი გადაწყვეტილება იქნება თუ მონაცემებს პირდაპირ CRM სისტემაში გააგზავნი ⚡.

ამ ტიპის რეკლამის შექმნა, CRM-ის მომზადება და მასთან დაკავშირებაც შესაძლებელია. გახსოვდეს, რომ ამ პოსტს შენი კონკურენტებიც კითხულობენ, ამიტომ დაასწარი მათ და დანერგე უახლესი ციფრული გადაწყვეტილებები შენს ბიზნესში 👉 შეცდომებისთვის თავის ასარიდებლად მომწერე აქ

ლიდების გენერატორი # 2⃣: ჩატბოტი

Chatbot – ყველაზე ტრენდული მიმართულებაა, რომელიც ელ.ფოსტაზე და სხვა არხებით კომუნიკაციაზე ბევრად ეფექტური საშუალებაა. ჩატბოტები მესენჯერებისთვის შეიქმნა და ის დიალოგის ავტომატიზებაში გვეხმარება.

უფრო დეტალურად მის შესახებ შეგიძლია წაიკითხო აქ:  ჩატბოტი – #1 ინსტრუმენტი, გაყიდვების მესენჯერ მარკეტინგით გასაზრდელად 🤖

ჩატბოტი

ჩატბოტი

როგორც კი მომხმარებელი შემოვა კომუნიკაციაში, ის ავტომატურად შენი გამომწერი გახდება. ეს არის ლიდების გენერირების განსაკუთრებით მარტივი და ეფექტური მეთოდი, რომელიც უფრო ახლოს გამყოფებს მომხმარებელთან და გეხმარება მისი ერთგულების მოპოვებაში ❤.

ეს არის ინსტრუმენტი, რომლის შესახებაც დღეს შენი კონკურენტების 95%-ს არც კი სმენია. დაასწარი მათ და გამოიყენე ჩატბოტის შესაძლებლბები 😎:

  • ის შეგიქმნის მომხმარებელთა ბაზას.
  • შეგაძლებინებს ერთდროულად 100X ადამიანთან კომუნიკაციას.
  • დაგეხმარება ბაზის დახარისხებაში ინტერესების მიხედვით.
  • მოიძიებს მათ შესხებ ინფორმაციას.
  • დაუკავშირდება საჭირო დროს.
  • გექმნება მძლავრი ანალიტიკური ინსტრუმენტი.
  • კომუნიკაციის დონე და სისწრაფე აგყავს სრულიად ახალ სიმაღლზე.
  • საჭიროებს მინიმალურ ადმიანურ რესურსს.
  • და ა.შ.

იყავი პირველი, ბაზრის ყველაზე დიდი და გემრიელი ლუკმის მისაღებად 👉 ამისთვის დაკლიკე აქ

ლიდების გენერატორი # 3⃣: Landing Page / ლენდინგი

Landing Page – ლენდინგის დამზადება ტექნიკურად საიტზე მარტივია, მაგრამ მას მეტი გონიერება ჭირდება. ლენდინგის მიზანია ვიზიტორის ლიდად გარდაქმნა, ანუ ისეთი შეთავაზების გაკეთება, რომელზე უარის თქმაც სისულელე იქნებოდა.

აქ გაგიზიარებ ჩემი ყველაზე მაღალკონვერსიული ლენდინგის მაგალითს ✅. ლენდინგზე ტრაფიკის მიმართვა სხვადასხვა წყაროებიდან არის შესაძლებელი (Facebook, LinkedIn, Instagram და ა.შ.), რადგან ვიცი რომ მასზე შესული ვიზიტორი დიდი ალბათობით დაგვიტოვებს საკონტაქტო მონაცემებს. სწორედ ეს აქცევს მას ძალიან მოქნილ და ეფექტურ ინსტრუმენტად ⏬.

ლენდინგი - Landing Page

ლენდინგი – Landing Page

მნიშვნელოვანია, რომ ლენდინგი რაღაცას უფასოდ სთავაზობდეს, თუნდაც კონსულტაციას. ასევე მნიშნელოვანია მისი CRM სისტემასთან მიერთება, რაც საშუალებას გვაძლევს დროულად მიუვიდეს შეტყობინება გაყიდვების მენეჯერს ახალი რეგისტრაციის შესახებ, შეექმნას დავალება, გაეგზავნოს Email/SMS და ა.შ. ⚡

ლენდინგების სწორად აგებას შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. რადგან არსებობს გარკვეული მეთოდები, რომლებიც პირდაპირ მის კონვერსიულობაზე ახდენენ გავლენას 🏆.

თუ ხვდები, რომ შენს ბიზნესს განახლება/გაციფრულება ჭირდება და მზად ხარ სიახლეებისთვის, მომწერე ახლავე და გეტყვი რისი გაკეთება შეიძლება კონკრეტულად შენი ბიზნესის შემთხვევაში 👇

ონლაინ კონსულტაცია

გისურვებ წარმატებებს!

P.S.

და არ დაგავიწყდეს, რომ ჩემს პოსტებს შენი კონკურენტებიც კითხულობენ 😎

 

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
გაყიდვები
რატომ და როგორ შევქმნათ მომხმარებლის ავატარი?
CRM
რა გვიშლის ხელს, ვიყოთ მეტად პროდუქტიულები?
მარკეტინგი
რატომ და როგორ დაიბლოკა ჩემი სარეკლამო ანგარიში