დღიური

#მახე – რამდენად ადეკვატურად აღიქვამთ რეალობას?


რეალობის ადეკვატურად ვერ აღქმა არის ჩვენი დამარცხებების და წარუმატებლობების ერთერთი მთავარი მიზეზი.

.

#მაშტაბი

ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.

გვაიძულებს ყოველი დღის დაახლოებით 80% ვიცხოვროთ წარსულში ან მომავალში. ანუ ფიქრებშუ მომხდარის და მოსახდენის შესახებ.

სინამდვილეში ამ ფიქრების მხოლოდ რამოდენიმე პროცენტი შეიძლება იყოს ადეკვატური, და მაშასადამე პროდუქტიული.

.

#მახე

ეს ჩვენს ტვინში მყოფი ტარაკნების ხაფანგია, რადგან რეალობას მოწყვეტილები ადვილად კონტროლირებადი ვხდებით. რაც არ უნდა საოცარ ადგილას იმყოფებოდეთ, თუ თქვენი ფიქრები მახეშია, ცხოვრებით ვეღარ ტკბებით. ვეღარ ამჩნევთ მნიშვნელოვან მოვლენებს და დროც უაზროდ მიერეკება.

.

#როგორ

რეალობის ადეკვატურად აღსაქმელად საკუთარი ნაკლოვანებების, შიშების და კომპლექსების აღიარებაა საჭირო. ეს ძალიან რთულია.

მნიშვნელოვანია მივხვდეთ რომ ცხოვრება ფიქრით კიარა, ამწუთას თქვენი ქმედებით და გონების მდგომარეობით განისაზღვრება.

.

#გამოწვევა

აიძულეთ საკუთარ თავს მინიმუმ ერთი დღე არ იფიქროთ მომხდარზე და არც სავარაუდოდ მოსახდენზე. იყავით ყველაზე ეფექტურები ახლა და გაეცით იმაზე მეტი სიყვარული ვიდრე ითხოვთ ამ ცხოვრებისგან.

#დაიმუხტეწარმატებით

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
გაყიდვების ძაბრი ➡ გაყიდე მეტი 💵 სწრაფად ⚡ და გონივრულად 🧠