დღიური

#მოთმინება – მიზნის კუნთი, რომელიც გვამოძრავებს


მიზანი საუკეთესო მამოძრავებელი ძალაა. ეს იგივე ოცნებაა, რომელის ახდენაც ვიწამეთ და ქმედებაში მოვიყვანეთ.

რადგან ჩვენ ყველას გვაქვს უკეთესი მომავლის სურათი, რომელსაც რეალობას ვამჯობინებთ.

.

ოცნება მიზანი ვერ გახდება, ქმედების გარეშე. საჭიროა დისციპლინა, თანმიმდევრულობა და რაც ყველაზე მთავარია მოთმინება.

მოუთმენლობა ყველაზე მაცდური თანამგზავრია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოსავალი არ ჩანს და ყველაფერი დანებებისკენ გვიბიძგებს.

.

#სიგიჟე

არ გაჩერდეთ მაშინაც კი, როდესაც ყველა ამას გეუბნებათ, როდესაც უკვირთ თქვენი სულელური იმედების და გირჩევენ ათას სხვა ვარიანტს, რომელიც რიგით ადამიანად გაქცევთ.

თქვენ თავთან უნდა იყოთ მართალი, რადგან დანებება თქვენი სანანებელი იქნება, და არა სხვების.

დაუმტკიცეთ საკუთარ თავს რომ ყველა ვარიანტი და იმედი ამოწურეთ. და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ სცადეთ.

.

გახსოვდეთ! რაც უფრო მეტად იქნებით საბოლოო მიზანზე კონცენტრირებულები, მით უფრო მტანჯველი იქნება პროცესი.

დატკბით თითოეული დამარცხებით, რადგან ის უფრო გაახლოვებთ უმთავრეს შედეგს – თვითრეალიზებას.

.

ნუ გააკეთებთ რაიმეს სხვების დასანახად, ეს გაგინადგურებთ ყველაზე მთავარს – თავმდაბლობას, რის გარეშეც ვერ იგრძნობთ ნამდვილ გამარჯვებას.

#დაიმუხტეწარმატებით

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
გაყიდვების ძაბრი ➡ გაყიდე მეტი 💵 სწრაფად ⚡ და გონივრულად 🧠