CRM

რა გვიშლის ხელს, ვიყოთ მეტად პროდუქტიულები?


პრობლემა – მულტითასქინგი

უამრავი დავალება, ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი სოციალური ქსელებიდან, პრობლემები, ახალი გამოწვევები და ა.შ. – შედეგად კი დაღლილობა, დეპრესია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს მულტითასქინგის შედეგია, რომლის დროსაც ადრენალინის მსგავსი, სტრესის ჰორმონი გამომუშავდება და გრძელვადიან პერიოდში ცუდად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე და მეხსიერებაზე.

ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვახერხებთ გავუმკლავდეთ და გადავამუშავოთ დიდი მოცულობის ინფორმაცია, მაგრამ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ და გავხდეთ მეტად პროდუქტიულები? კარგია თუ ინფორმაციის ნაკადი უწყვეტია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია რამდენად ვახერხებთ მის გამოყენებას.

რაც დრო გადის, უფრო მეტი დატვირთვა მოდის თქვენზე, რადგან ეს არის ომი, ყველაზე ძვირფასი აქტივის – ყურადღების მოსაპოვებლად. კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანის ტვინს არასდროს მიუღია ამდენი მონაცემის გადამუშავების მოთხოვნა. Facebook-ის 2017 წლის მონაცემების მიხედვით:

  • თითო ვიზიტის ხანგრძლივობა საშუალოდ 20 წუთია. დღის განმავლობაში კი ასეთი ვიზიტების რაოდენობა როგორც წესი ბევრია.
  • ყოველდღიურად 1.15 მილიარდი მომხმარებელი შედის თავის პროფილში ტელეფონის საშუალებით. ეს ციფრი წლიდან წლამდე დაახლოებით 23%-ით იზრდება.
  • 18-24 წლის აუდიტორიის 50% შედის Facebook-ზე გაღვიძებისთანავე.
  • სწორედ ამიტომ, მარკეტოლოგების 42% ამბობს, რომ Facebook მათთვის კრიტიკულად, ან უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია.

ხშირად ჩვენ თავი მულტითასქინგის ოსტატებად მიგვაჩნია, მაგრამ რეალურად მხოლოდ 2% ახერხებს ამ ქაოსთან გამკლავებას.

თქვენი აზრით რაშია გამოსავალი? გავთიშოთ ყველაფერი და მოვშორდეთ ცივილიზაციას, თუ შევეცადოთ გამოვიყენოთ შესაძლებლობები ჩვენ სასარგებლოდ და ვიყოთ სხვებზე მეტად პროდუქტიულები?

ლონდონის ფსიქიატრიის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, დასაქმებულებს, რომლებიც მუდამ ელექტრონული შეტყობინებების და სატელეფონო ზარების დატვირთვის ქვეშ არიან, IQ-ს დაცემის ორჯერ მეტი შემთხვევა შეენიშნებათ, ვიდრე მარიხუანის მწეველებს. ამ „ინფომანიას“ პროდუქტიულობის საფრთხეს და „უწყვეტ ნაწილობრივ ყურადღებას“ უწოდებენ.

გამოსავალი – მონოთასქინგი

ამ საუკუნის აქტიური კვლევის საგანია თუ რა დატვირთვით და თანმიმდევრობით მივაწოდოთ ჩვენ ტვინს დავალებები, ისე, რომ თითოეული მათგანის შესრულების ხანგრძლივობა მოკლე, მაგრამ პროდუქტიული იყოს.

რამდენჯერ გქონიათ შემთხვევა, როდესაც ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი მაგრამ იმის გამო რომ არ იცით საიდან დაიწყოთ უამრავი დრო გეკარგებათ. რატომ? იმიტომ რომ საკუთარი ტვინისთვის დავალების სწორი თანმიმდევრობით ფორმირება და თითოეული მათგანის შესრულებისას მხოლოდ ამ კონკრეტულზე კონცენტრირება არც ისე ადვილი საქმეა. ამას დრო და ვარჯიში ჭირდება.

მონოთასქინგი, შეიძლება ითქვს, არის ყურადღების მართვის ხელოვნება. ამიტომ უკვე დღეიდან, ნუ იფიქრებთ ყველაფერზე ერთდროულად, არამედ მიიღეთ ინფორმაცია და შეასრულეთ დავალებები წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით. გაუმარტივეთ თქვენს ტვინს მუშაობის პროცესი. დაიწყეთ დღის დაგეგმვით, ამისთვის უამრავი სასარგებლო აპლიკაცია არსებობს, რომელიც დაგეხმარებად მეტად მობილიზებულები იყოთ.

საინტერესო ფაქტი: რატომ გვიჭირს მონოთასქინგზე გადართვა? – როდესაც მულტითასქინგი შედეგს იძლევა, თქვენი ტვინი გამოიმუშავებს დოფამინს (ჰორმონი, რომელიც იწვევს კმაყოფილების შეგრძნებას). ეს გრძნობა კი თავდაჯერებას გმატებთ თქვენს ეფექტურობაში და გიკარგავთ რაიმეს შეცვლის სურვილს. მაშინ როდესაც მონოთასქინგით მიღწეული შედეგი გაცილებით უკეთესი შეიძლება იყოს.

 

მონოთასქინგი ბიზნესში

ამ თემას აქტუალურობა ბიზნესმა შეძინა, რადგან ადამიანური რესურსი მისი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. რამდენად სრულად ხდება ამ რესურსის გამოყენება ბიზნეს პროცსების გამართულობაზე და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

კვლევების თანახმად, ადამიანს ერთ დავალებაზე უკეთ შეუძლია ფოკუსირება. შედეგად დავალების შესრულების სისწრაფე 50%-ით იზრდება, ხოლო შეცდომის დაშვების ალბათობა 50%-ით მცირდება. მხოლოდ ერთ დავალებაზე ფოკუსირება აადვილებს საკითხში ჩაღრმავების დონეს და შესრულების პროცესისგან სიამოვნების მიღებაში გვეხმარება.

რადგან მონოთასქინგზე გადართვა არც ისე ადვილი საქმეა, არსებობს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფები, ე.წ. თასქ მენეჯერები (Task Manager), რომელიც გვეხმარება პროდუქტიულობის გაზრდაში.

თანამედროვე CRM სისტემები (იგულისხმება პროგრამული უზრუნველყოფა) როგორც წესი დავალების მენეჯერის ფუნქციონალსაც ითავსებენ. ამ შემთხვევაში CRM-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი შესაძლებლობების სწორად გამოყენების შემთხვევაში, მიმდინარე სიტუაციაზე დაყრდნობით, სისტემა მომხმარებელს თავად შეუქმნის დავალებებს.

პირადი და სხვა წარმატებული კომპანიების გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ავტომატურად გენერირებადი დავალებები ძალიან ეფექტურია, რადგან თანამშრომელი  გადაყავს მონოთასქინგზე და ზრდის მის პროდუქტიულობას.

სამწუხაროდ დავალების მხოლოდ შექმნა არ არის საკმარისი პირობა კომპანიის წარმატებულად ფუნქციონირებისთვის, საჭიროა დავალებების შესრულების და სტატუსების კონტროლი. ამ ყველაფრის შესაძლებლობას ეს პროგრამული უზრუნველყოფები იძლევიან.

როგორც ხედავთ მულტითასქინგი ჩვენი და ჩვენი თანამშრომლების ერთერთი აქტუალური პრობლემაა, რომლის გადაჭრაც, ყველაზე სწრაფად, თანამედროვე Online პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით არის შესაძლებელი.

 

გისურვებთ წარმატებებს!

ფიქრობ რომ ეს პოსტი სასარგებლო იყო შენთვის? მაშინ გაუზიარე მეგობრებს და დაგვიტოვე შენი აზრი კომენტარებში!

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
ციფრული სტრატეგია ☑ 5 ნაბიჯი 📈 რესურსების X-ჯერ გასაზრდელად
CRM
გაყიდვების ძაბრი ➡ გაყიდე მეტი 💵 სწრაფად ⚡ და გონივრულად 🧠
CRM
როგორ ავიყვანოთ გაყიდვები ახალ სიმაღლეზე?
There are currently no comments.