დღიური

პირადი გამოცდილება: სამსახურის დატოვების და სახლიდან “ფულის კეთების” შესახებ 🤔


თუ უკვე იპოვე საყვარელი საქმე და უწყვეტ რეჟიმში ვითარდები, მაშინ განვითარების ორი ძირითადი გზა შეგიძლია აირჩიო 👇

🤓 ექსპერტი

მაქსიმალურად ავითარებ შენს პროფესიონალიზმს და ყველა პროექტზე მუშაობ უშუალო ჩართულობით.

შეიძლება მუშაობდე როგორც დამოუკიდებლად, ასევე მცირე გუნდთან ერთად.

😎 ბიზნესი

იწყებ როგორც ექსპერტი, მაგრამ ქმნი ბიზნეს მოდელს, რომელიც გაძლევს საშუალებას შენი ჩართულობა პროექტებში მინიმალურად, სტრატეგიულ დონეზე, ან საერთოდ არ იყოს საჭირო.

▪️

ვინც ჩემს ბლოგს დიდი ხანია კითხულობს, ემახსოვრება, თუ როგორ გადავწყვიტე ორი წლის წინ ჩემი კომპეტენცია არა ერთ, არამედ ბევრ ბიზნესთან დამეკავშირებინა ⚡️

გიზიარებ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარება ძალიან საინტერესო და დისკომფორტში კომფორტის მპოვნელი ცხოვრების დაწყებაში:)

🔻

რჩევა #1

დისციპლინის გარეშე განწირული ხარ მარცხისთვის.

უნდა მიეჩვიო საკუთარ თავზე მუშაობას, რისთვისაც ძალიან ბევრი ენერგია დაგჭირდება. ენერგიის გამოსამუშავებლად კი ბევრი ფიქრი, მუშაობა, თვითკრიტიკა, ამპარტავნების მიწასთან გასწორება.

🔻

რჩევა #2

იყო მარტო – ავტომატურად ნიშნავს თამაშობდე ახალ თამაშს, რომელშიც დანდობი და თანაგრძნობი იმედი ნუ გექნება.

ბიზნესი ყველაზე სამართლიანი თამაშია, რომელიც არ პატიობს ილუზიებს და სადაც შედეგი ფასობს, და არა “მუშაობის იმიტაცია” – რასაც ფიქსირებული ხელფასისას ხშირად ვეჩვევით.

🔻

რჩევა #3

იმპროვიზაციის უნარი მნიშვნელოვანია.

შენი გათვლები, გეგმები, მოლოდინები დაახლოები 253 ცდაზე გამართლდება, მანამდე კი თავი როგორმე უნდა გაიტანო:)

მაინც როგორ? მარცხის აღიარებით და შიშების დაძლევით – რაც გამოსავლის პოვნაში აუცილებლად დაგეხმარება.

დაწერე შეკითხვა, შემდეგი პოსტი თემა ან უბრალოდ + კომენტარებში

#მეტიღირებული #ენერგია #ბიზნესიგანვითარებისთვის #დაიმუხტეწარმატებით #kordzigio #განვითარება #ბიზნესი

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
გაყიდვების ძაბრი ➡ გაყიდე მეტი 💵 სწრაფად ⚡ და გონივრულად 🧠