CRM

პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესისთვის


საჭირო მონაცემებს შეგროვების გარეშე, მინიმუმ არასწორია საქმიანობის ანალიზი და პროცესების კორექტირება. თუ მონაცემები არ მოგეპოვება, რის საფუძველზე აპირებ გადაწყვეტილებების მიღებას?

ბიზნეს პროცესები მუშაობისას ღებულობენ და ამუშავებენ დიდი მოცულობის ინფორმაციას. ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, შესაძლებელი გახდა ამ ინფორმაციის ელექტრონული სახით დაგროვება, რის შედეგადაც მივიღეთ ტერმინი Big Data (დიდი მონაცემები). ამ მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

როგორ შევძლოთ კომპანიის გყიდვების ხელშეწყობა და Big Data-ს ეფექტიანად გამოყენება?

ამისთვის არსებობს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფები ბიზნესისთვის, იგივე ბიზნეს აპლიკაციები, რომელიც გამოიყენება ბიზნეს პროცესების გასაკონტროლებლად, დასაჩქარებლად, მუშაობის პროდუქტიულობის გასაზრდელად და ა.შ.

ზრდის ტემპებით, ამ ათწლეულის ლიდერია CRM (Customer Relationship Management). მართალია, საქმიანობიდან გამომდინარე, კომპანიები სხვადასხვა ბიზნეს აპლიკაციებს შეიძლება საჭიროებდნენ, მაგრამ სწორად არჩეული CRM უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. რატომ? იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, სტანდარტული CRM-ის ფუნქციონალი ძალიან გაიზარდა, სწორედ ეს ხდის მას სხვებთან შედარებით უნივერსალურ გადაწყვეტილებად.

დაკლიკე აქ დაიწყე დანერგვა უკვე დღეს და გაიგე როგორ გაყიდო მეტი, სწრაფად და გონივრულად CRM-ის დახმარებით!

პრობლემა – „არ მჭირდება“

თუ არ გადარდებს შენი კომპანიის განვითარება, თუ არ ცდილობ შეუქმნა შენს თანამშრომლებს კომფორტული სამუშაო პირობები, თუ შენთვის არ არის საინტერესო მომხმარებლის კმაყოფილებაზე და პროდუქტის/მომსახურების სრულყოფაზე ზრუნვა – მაშინ მართალი ხარ, შენ ამისთვის არ გჭირდებათ პროგრამული უზრუნველყოფა.

პრობლემა – „ტყუილად ვიყენებ“

ბიზნეს აპლიკაციების დანერგვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი პირობა შედეგის მისაღებად. გირჩევთ ასე შემთხვევაში კვალიფიციური კადრი აიყვანო, ან მიმართოთ საჭირო კომპანიას მხარდაჭერისთვის.

ვის მივმართო?

პირველ რიგში გჭირდება ადამიანი, რომელიც შეისწავლის შენი ბიზნესის საქმიანობას, გირჩევს საუკეთესო პროგრამულ უზრუნველყოფას და დანერგავს მას შენს ბიზნესში. მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი, საჭიროა დაგროვილი გამოცდილება, რაც ბევრი დროის, ენერგიის და თანხის დაზოგვაში დაგეხმარება.

ხშირად მსმენია ფრაზა „ამას ხომ ჩვენი პროგრამისტებიც გააკეთებენ“. ძალიან კარგია მონდომება და ძლიერი პროგრამისტების იმედად ყოფნა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე, მოდი შევადაროთ შენი ადამიანური რესურსი (თანამშრომლების სახით) და მაგალითად ZOHO corp. რომელიც 20 წელზე მეტია ბაზარზეა, ყავს 5,000+ თანამშრომელი, 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი და მისი საქმიანობაა სწორედ ამ პროგრამული უზრუნველყოფების დამზადებაა. თუ მაინც ფიქრობ, რომ შენი საქმიანობის პარალელურად, მზად ხარ შექმნა და დანერგო რაიმე უკეთესი, მაშინ წარმატებებს გისურვებ…

რა დამიჯდება?

ამ ტიპის სერვისები როგორც წესი Online არის განთავსებული (ე.წ. ღრუბელში) და გადახდა ხდება ყოველთვიურად, ხოლო თანხის მოცულობა ძირითად შემთხვევებში დამოკიდებულია შენი მომხმარებლების და ფუნქციების რაოდენობაზე.

საუკეთესო, მისაღებ ფასად

გამოცდილების, შესაძლებლობების, სანდოობის, მომსახურების და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ფასის და ხარისხის თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტია ZOHO-ს სერვისით სარგებლობა. ის მოიცავს 35-ზე მეტ Cloud Based (ღრუბელში განთავსებულ) აპლიკაციას, რომელიც ხელისაწვდომია როგორც ვებ, ასევე მობილური აპლიკაციების სახითაც.

მიიღე უფასო კონსულტაცია დანერგვის ახლავე დასაწყებად

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ბიზნეს პროცესების ავტომატიზირების საშუალებები. ის დაგეხმარება არა მხოლოდ პროცესების დაჩქარებაში, არამედ მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვაში. ხშირ შემთხვევაში პროგრამული უზრუნველყოფების დანერგვის და ავტომატიზირების შედეგად ბიზნესი ნაკლებ ადამიანურ რესურს საჭიროებს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობის შედეგია.

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
გაყიდვების ძაბრი ➡ გაყიდე მეტი 💵 სწრაფად ⚡ და გონივრულად 🧠
მარკეტინგი
რატომ და როგორ დაიბლოკა ჩემი სარეკლამო ანგარიში
CRM
რისი გაკეთება შეიძლება ახლავე, საიტზე გაყიდვების გასაზრდელად?