დღიური

რატომ ვიმართლებთ თავს ყოველ დღე და რა კავშირში აქვს ამას ბიზნესთან?


თავის მართლება #1

თავიდან, როდესაც მარკეტინგული მომსახურების გაყიდვა დავიწყე, 1,000 ლარად იმდენ რამეს ვაკეთებდი, რისი ღირებულებაც კონკურენტთან შეკვეთის შემთხვევაში 5,000 მაინც ეღირებოდა.

– ვყიდდი იაფად და ამით ვიმართლებდი თავს, რადგან არ მჯეროდა ჩემი შესაძლებლობების.

თავის მართლება #2

როდესაც დავიღალე და ფულისადმი დამოკიდებულებაც შემეცვალა, მომსახურებების ვრცელი ჩამონათვალიდან მხოლოდ რამოდენიმე დავტოვე.

ფასი გავზარდე, ოღონდ ეს ზრდა არა ობიექტურობით, არამედ “ტიპობით” იყო გამოწვეული.

– თანდათან მივხვდი რომ დამკვეთზე ბევრად მეტს ვლაპარაკობდი, იმიტომ, რომ ჩემი სიძვირე გამემართლებინა, რაც მეც მაწუხებდა და სხვასაც ღლიდა.

თავის მართლება #3

როდესაც გავიაზრე თუ რაშია ჩემი ღირებულება და რატომ არის იაფი ის, რაც ძვირად მეჩვენებოდა, დავმშვიდდი.

მე კი მივხვდი ამას, მაგრამ სხვებს ვერ ვაგებინებდი:)

– თავს ვიმართლებდი, რომ მათ არ ესმით და არ უნდათ გაგება, არადა თურმე მარტივად ახსნა არ შემიძლია.

👇🏻

პირველი, რაც ბიზნესში და ზოგადად ცხოვრებაში გვიშლის ხელს – არის ამპარტავნება.

ტვინი გვიბლოკავს საკუთარი გამტყუნების ყველა შესაძლებლობას, რადგან სისუსტეების გააზრება ძალიან არაკომფორტულია.

🔥

დაწერე +++ თუ ეს პოსტი შენთვის საინტერესო იყო, ან !!! თუ გქონია მსგავში შემთხვევა

🔥

#მანიფესტო #მეტიღირებული #ენერგია #დაიმუხტეწარმატებით

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!