დღიური

“სანამ არ გაბრაზდები, არაფერი გამოგივა❗️”


“სანამ არ გაბრაზდები, არაფერი გამოგივა❗️”

– გვითხრა სტუდენტებს ლექტორმა.

ყველამ მოისმინა, ვერავინ გაიგო…

▫️

ორი წელი დამჭირდა იმისთვის რომ მიმხვდარიყავი, თურმე რას გულისხმობდა, როდესაც:

1️⃣ პირველად უცოდინარობას გავუბრაზდი, არაფრის გაკეთება რომ არ შემეძლო და ვისწავლე საიტების აწყობა, WordPress-ის დახმარებით.

2️⃣ შემდეგ უმოქმედობას გავუბრაზდი და ვეტენებოდი ყველა კომპანიას, ანაზღაურების გარეშეც.

3️⃣ მესამედ უფულობამ გამაბრაზა, რადგან სადაც მინდოდა იქ ვერ შევდიოდი, ამიტომ ჩემი ხელფასი პირველთან შედერებით 10-ჯერ გავზარდე.

4️⃣ შემდეგ მივხვდი რომ ყველაზე ძვირფასი თავისუფლებაა, გავუბრაზდი მის დეფიციტს და გავხდი თვითდასაქმებული.

5️⃣ ახლა კი ვბრაზობ რეალობაზე, რომელიც იმაზე მეტია ვიდრე იმ ფრაზის გაგონებისას წარმოვიდგენდი, ვიცი რომ ეს გზა უნდა გამევლო, მაგრამ ვერ ვგრძნობ რომ ამით უფრო ბედნიერი გავხდი.

▫️

ამიტომ, ჩემი პასუხია: ბიზნესის ზრდა, #მეტიღირებული , მეტ საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა და როგორმე სხვების უკეთეს ცხოვრებაში, ან თავის პოვნაში, წვლილის შეტანა🔥👊🏻

💬

ახლა კი მაინტერესებს შენ რას უბრაზდები, რისი გაუმჯობესებაც გინდა, დაწერე კომენტარებში👇🏻

გამომყევი ინსტაგრამზე და გადადი ბმულზე პროფილში: https://instagram.com/kordzigio

#მეტიღირებული #ენერგია #ბიზნესიგანვითარებისთვის #დაიმუხტეწარმატებით #kordzigio #განვითარება #ბიზნესი #მარკეტინგი #ბლოგი

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
გაყიდვების ძაბრი ➡ გაყიდე მეტი 💵 სწრაფად ⚡ და გონივრულად 🧠