დღიური

სურვილი კი არა, ზოგჯერ მოქმედებაც არ არის საკმარისი გამარჯვებისთვის🤔


გაიხსენე რამდენჯერ დაგიწყია საქმის კეთება დიდი ენთუზიაზმით და დანებებულხარ შუა გზაზე, ან ბევრჯერ გიცდია და არ გამოგსვლია… რაშია პრობლემა?

როდის არის მიზნისკენ სწრაფვის სიჯიუტე გამართლებული და როგორ არ ავცდეთ გონიერების ზღვარს?

(უფასო სპეც კურსები: https://m.me/kordzigio )

რადგან ჩვენ ყველა ვიბრძვით წარმატებისთვის, მაგრამ ამ ბრძოლაში მხოლოდ ერთეულები იმარჯვებენ (ალბათ მაქსიმუმ 2-5%).

საინტერესოა ვიცოდეთ, რა აქვთ მათ ისეთი, რაც შესაძლოა ჩვენ არ აღმოგვაჩნდეს…

☝️

ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა გამარჯვებისთვის, რომელზე პასუხიც არც ისე ადვილი საპოვნელია.

👇

პრობლემა და გამოსავალი აზროვნებაშია.

რაც უფრო ობიექტურად აღვიქვამთ რეალობას, მით უფრო მარტივია ორ მთავარ გამოწვევასთან გამკლავება:

1] შესაძლებლობების ვერდანახვა

არაერთხელ შემიქმნია პროდუქტი, რომელიც მეგონა ძალიან მოთხოვნადი იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში ჩემს გარდა თითქმის არავის ჭირდებოდა.

როგორც წესი, პრობლემა რეალობის ობიექტურად აღქმაშია, ანუ ჩვენ ხშირად განვსჯით არა საზოგადო, არამედ პირადი შეხედულებებით.

(მიიღე მეტი ღირებული: https://m.me/kordzigio )

2] საკუთარი “ნორმალურობის” დაჯერება

თითოეულ ჩვენთაგანს ბავშვობიდანვე გამომუშავებული აქვს სტრესისგან თავდაცვის მექანიზმები, რაც ერთის მხრივ საჭიროა, მაგრამ მეორეს მხრივ ხელს გვიშლის საკუთარი თავის ობიექტურად აღქმაში.

ეს არის სისუსტეებით გამოწვეული კომპლექსების კედელი, რომლის გატანაც ყოველთვის მტკივნეულია.

მაგრამ თუ შეძელი და გაიტანე, ჯილდო გარდაუვალია.

თითოეული გამარჯვება, რომელიც რეალობას უფრო უბიექტურს ხდის, გვაახლოვებს წარმატებასთან – ეს კი მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობით მიიღწევა.

(არ გამოტოვო სიახლეები: https://m.me/kordzigio )

შენ როგორ ფიქრობ, კიდევ რა გჭორდება გამარკვებისთვის?

დაწერე კომენტარებში…

#მეტიღირებული #მანიფესტო #ენერგია #დაიმუხტეწარმატებით #ბიზნესიგანვითარებისთვის #მოტივაცია

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!