შიშის შესახებ 😵 როდესაც მას დაძლევა კიარა, მიღება ჭირდება
შიში განუსაზღვრელობის მიუღებლობაა. ამის უკეთ ასახსნელად შევეცდები გიზიარო 3 ღირებული განმარტება, რომელიც მისი მიღებით განვითარებაში დაგეხმარება🔥
✖️
გეშინია როდესაც:
არ იცი რა მოხდება, რადგან ჯერ არ გაქვს საკმარისი გამოცდილება და შესაბამისად თავდაჯერება.
⁃ გახსოვდეს რომ ეს ნორმალურია და ნუ იქნები მკაცრი საკუთარი თავის მიმართ. კიდევ სცადე!
✖️
არ გინდა უარეს რეალობაში აღმოჩნდე, რადგან ეძებ კომფორტს, და არა განვითარებას.
⁃ სწორი გზა მარტივი არასდროს არის, მაგრამ ის შეიძლება მსუბუქი იყოს, თუ კომფორტის ძებნას განვითარების გამო წარმოქმნილ დისკომფორტში შეეცდები.
✖️
არ იღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე რაც შენს ცხოვრებაში ხდება და ადანაშაულებ სხვებს, ან გარემოებებს.
⁃ გაიხსენე უკვე რამდენი გაგიკეთებია. რამდენჯერ გეშინოდა და დაძლიე. რამდენი გზა და ეტაპი გაიარე. გახსენება მოგცემს ძალას გაიაზრო რომ ყველაფერი შენს ხელშია და უნდა გააცნობიერო სრული პასუხისმგებლობა.
➖
გახსოვდეს რომ შიში სასწორის პრინციპით დაიძლევა. გააჩნია მეორე მხარეს რამდენად ემოციური მიზანი გიდევს. ამიტომ ამ მიზნის ძებნა შიშზე მნიშვნელოვანი საზრუნავია, რომელიც ძებნის პროცესშივე მოგცემს საკმარის ძალას მის დასაძლევად.
💬
დაწერე + კომენტარებში თუ ეს ინფორმაცია ღირებული იყო შენთვის, ან რამე, რაც შენთვის და სხვებისთვისაც საინტერესო იქნებოდა 🔥
➖
☑️ გამომყევი ინსტაგრამზე, ყოველ დღე საინტერესო STORIES მოსასმენად:
https://www.instagram.com/kordzigio/
➖
გიორგი კორძახია
#მეტიღირებული #ენერგია #ბიზნესიგანვითარებისთვის #დაიმუხტეწარმატებით #kordzigio #განვითარება #ბიზნესი #მარკეტინგი #ბლოგი #შიში
გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!
🔥 დავიწყოთ!