გაყიდვები

ჩატბოტი – #1 ინსტრუმენტი, გაყიდვების მესენჯერ მარკეტინგით გასაზრდელად 🤖


რა ხდება როდესაც ჩატბოტი არ გაქვს და Facebook რეკლამით ცდილობ სასურველი შედეგის მიღებას? – ყველაფერი ნორმალურად მიდის, ან არაფერი განსაკუთრებული არ ხდება… ნებისმიერ შემთხვევაში, ხარჯი, წვალება, გაურკვევლობა და ტვინის ბურღვა გარდაუვალია 😓.

თემა ვრცელია, ამიტომ როგორც ყოველთვის ავხსნათ ციფრებით და კონკრეტული მაგალითებით:

მაგალითად, შენი მიზანია ფეხსაცმლის გაყიდვა, რომელიც საიტზე არის განთავსებული. ალბათ სტანდარტულად Facebook რეკლამით შეეცდები სამიზნე აუდიტორიის ყურადღება ამ პროდუქტისკენ მიქციო, რაც მშვენიერი გადაწყვეტილებაა…

პირობითად ამისთვის დახარჯავ $50-ს, აჩვენებ 30,000 ადამიანს, მიიღებ 1,500 ვიზიტს და 5 შეკვეთას. გამოდის, რომ 1,500-5=1,495 ადამიანს კარგავ და მათზე “ნადირობის” საშუალებად რემარკეტინგს, მისით დაბრუნების იმედს და მსგავსი საშუალებებს იტოვებ…საუკეთესო შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პირადი მონაცემები, ან შეტყობინება მესენჯერში – რაც სავსებით სტანდარტული პროცესია, მაგრამ არა საუკეთესო 🤔.

საინტერესოა რა მოხდება, თუ იმ 1,495 ადამიანს პირდაპირ საიტზე გადასვლის ნაცვლად, ჯერ მივამაბთ მესენჯერის ჩატბოთს, სადაც ავტომატიზებულ რეჟიმში გამოვკითხავთ და იქვე გავუკეთებთ მის შემთხვევაში საუკეთესო შეთავაზებას 💪.

გარდა ამისა, შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, წინასწარ გაწერილი სცენარის მიხედვით, საჭირო დროს შესაბამის შეტყობინებებს გავუგზავნით 😯.

რა მოხდება და შენი სერვისი იქნება ტოპ კლასის 🔝 მინიმალური დანახარჯებით, მაქსიმუმის მისაღებად! ამ გზით მომხმარებელთან ახდენ უშუალო, მყარ და გრძელვადიან გამარჯვებაზე ორიენტირებულ კომუნიკაციას…

ჩატბოტი kordzigio

და მაინც, რა არის ჩატბოტი და რატომ არის მისი გამოყენება მნიშვნელოვანი?

ბოლო რამოდენიმე წელია გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც ჩვენს Facebook გვერდთან ინტეგრირებით გვთავაზობენ ინსტრუმენტს, კომპლექსური, მრავალფუნქციური ავტომოპასუხის შესაქმნელად. მაგალითისთვის შეგიძლია გადახედო ჩემს ჩატბოტს.

ჩატბოტი არ არის უბრალოდ სტანდარტულ შეკითხვებზე მოპასუხე 🤖. სწორი სტრატეგიით ის მძლავრ ინსტრუმენტად იქცევა, რომელიც გეხმარება მეტის, სწრაფად და გონივრულად გაყიდვაში.

⚠ ხშირად ვიმეორებ, რომ მხოლოდ კარგი ინსტრუმენტი საკმარისი არ არის, საჭიროა მისი გონივრულად გამოყენება.

ქვემოთ გიზიარებ საინტერესო შედარებას, საიტზე მიმართულ ტრაფიკსა და ჩატბოტს შორის. ვფიქრობ ეს დაგეხმარება უკეთ გაიგო თუ რა განსხვავებაა ძველ და უახლეს მიდგომებს შორის:

მარცხნივ მოცემულ შემთხვევაში ტრაფიკი მიემართება საიტზე, სადაც გროვდება მათ შესახებ მონაცემები და დამუშავების შედეგად 10,000 ვიზიტორიდან მიიღეს 1 შეკვეთა.

ჩატბოტი და მესენჯერ მარკეტინგი

შედარება: პირდაპირ საიტიდან გაყიდვა VS გაყიდვა ჩატბოტის მეშვეობით

მარჯვნივ კი მოცემულია ჩატბოტის გაყიდვების ძაბრი, სადაც ეს 10,000 ადამიანი მიმართულია არა საიტზე, არამედ ჩატბოტში. აქ ისინი გადიან დამუშავების პროცესს (ალბათ ავტომატიზებულს), რის შედეგადაც 35 შეკვეთა მიიღეს.

პირდად ჩემი გამოცდილების გაზიარებაც შემიძლია 😊. ზუსტად იგივეს ვაკეთებდი, საიტზე ტრაფიკის გაშვებით… ახლა კი თითქმის ყველა წყაროდან მესენჯერისკენ მივმართავ ნაკადს.
რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, საიტზე კლიკი თითქმის იგივე მიჯდება, რაც ახლა მომხმარებლის მესენჯერში დამატება – ეს უდაოდ საუკეთესო გადაწყვეტილებაა:))

თუ გინდა დაასწრო კონკურენტებს და დანერგო ჩატბოტი შენს ბიზნესში, უკვე ერთ კვირაში მომხმარებელთა ბაზის დაჩქარებულ რეჟიმში გასაზრდელად 👉 მომწერე აქ!


ალბათ გაინტერესებს როგორ გამოიყურება შეტყობინებების კონსტრუქტორი შიგნიდან, იმუშავებს თუ არა ის შენს შემთხვევაში და ა.შ.
ამისთვის გიზიარებ კადრს შიგნიდა და ქვემოთ ვუპასუხებ რამოდენიმე ხშრად დასმულ შეკითხვას. დანარჩენზე გაგესაუბრები პირადად.

მესენჯერ მარკეტინგი

მესენჯერ მარკეტინგი

  • რა ღირს?

უშუალოდ პლატფორმის მომსახურების ღირებულება თვეში $10-დან იწყება და დამოკიდებულია აქტიური გამომწერების დაოდენობაზე (ანუ რამდენი ადამიანი გყავს ბაზაში).

  • რას მოიცავს შენი მომსახურება?

მე პირადად დაგინერგავ ჩატბოტს და პარალელურად გასწავლი მის გამოყენებას. ასევე გიზიარებ ჩემ სტრატეგიას, რომელიც დაგეხმარება უფრო მეტი ადამიანი დაიმატო ბაზაში – მინიმალური დანახარჯებით, შეძლო მათი დროული, სწორი დამუშავება.
შედეგად – უკვე ერთ კვირაში გაქვს გამზადებული ბოტი, შენს საქმიანობაზე მორგებული ციფრული სტრატეგიით.

  • დაემატება თუ არა ჩატბოტს მომხმარებლები, რომლებმაც ადრე მომწერეს გვედის ჩატში?

არსებული მონაწერები ჩატბოტში ვერ ემატება. სწორედ ამიტომ, რაც უფრო მალე მიიღებ დანერგვის გადაწყვეტილებას, მით უფრო ნაკლებ პოტენციურ მყიდველს დაკარგავ ყოველდღიურად.

დაკლიკე აქ და დავნიშნოთ შეხვედრა, სადაც უფრო დეტალურად ვუპასუხებ შენთვის საინტერესო შეკითხვებს 💪

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
გაყიდვები
რატომ და როგორ შევქმნათ მომხმარებლის ავატარი?
მარკეტინგი
თანამედროვე მარკეტინგი – ახალი ერა!
გაყიდვები
ლიდები – ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს