ჩვენ შესახებ


ვინ ვართ ჩვენ?

SPEC.GE არის ბლოგი, რომელიც უკავშირდება ბიზნესის განვითარებას და მასში თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებას/დანერგვას. ბლოგის ავტორი, გიორგი კორძახია, მოწვეულ ავტორებთან ერთად, სრულად გიზიარებთ მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებას და გაძლევთ მათთან ერთად პროფესიული განვითარების საშუალებას.

ვისთვის ვწერთ?

საიტზე გამოქვეყნებული პოსტები საინტერესოა ყველასთვის, ვისაც რაიმე შეხება აქვს ბიზნესთან. როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ადამიანებისთვის.

რას გთავაზობთ?

ჩვენ გთავაზობთ განსხვავებულ პროდუქტს, მენტორის მხარდაჭერის სახით. ეს შეიძლება გულისხმობდეს როგორც სატელეფონო კონსულტაციებს, ასევე პირად შეხვედრებს და უშუალო ჩართულობას მუშაობის პროცესში.

რისი გვჯერა?

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი წლობით დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა დაგეხმარებათ თქვენი პროფესიონალიზმის და საქმისადმი სიყვარულის ამაღლებაში. ასევე გვჯერა, რომ SPEC.GE გახდება ცოდნის ბაზა, ახალი ბიზნესებისთვის და მომავალი თაობისთვის, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში გარკვეულ წვლილს შეგვატანინებს.

⚡️#დაიმუხტეწარმატებით⚡️