მარკეტინგი

რა არის ციფრული მარკეტინგი?


ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგი არის პროდუქტის ან/და ბრენდის პრომოცია, სხვადასხვა ელექტრონული მედია საშუალებების გამოყენებით. ტრადიციული მარკეტინგისგან განსხვავებით ის იძლევა მიმდინარე რეჟიმში სხვადასხვა კამპანიების ანალიზისა და შედარების საშუალებას.

ციფრული მარკეტინგი იკვლევს პროცესს აუდიტორიასთან შეხების წერტილიდან მის კლიენტად კონვერტირებამდე. რეალურად ეს პროცესი შემდგომ მომსახურებასაც მოიცავს და დღეს შეიძლება ითქვას თითქმის მთელ მარკეტინგსაც. ის ითვლის თუ რას ნახულობენ ოფრო ხშირად კონკრეტული პროდუქტით დაინტერესებული ადამიანები, რა სახის კონტენტი მუშაობს ყველაზე ეფექტურად და ა.შ. ეს არის არა მხოლოდ ცალმხრივი, არამედ ორმხრივი კომუნიკაცია.

ვფიქრობ, რომ დღეს ციფრული მარკეტინგის ცნება ისეთი მრავლისმომცველია რომ უმჯობესია პრაქტიკული მაგალითებით გაიგოთ, ვიდრე მომაბეზრებელი განმარტებებით.

ციფრული მარკეტინგის უფასო ონლაინ კურსი - გიორგი კორძახია

ციფრული მარკეტინგის უფასო ონლაინ კურსი – გიორგი კორძახია

დაიწყე სწავლა ახლავე!

პირველ რიგში, ყველაფერი იზომება, რადგან ციფრულ მარკეტინგში ციფრები გვკარნახობენ როგორ მოვიქცეთ. თუ თქვენ გიჭირთ სწორი რეკლამის შექმნა, ან უბრალოდ არ იცით რა კუთხით მიუდგეთ სამიზნე აუდიტორიას, რომ გაყიდოთ თქვენი პროდუქტი, არ ინერვიულოთ. ციფრული მარკეტინგი გაძლევთ უამრავი მცდელობის  და მათ შედეგებზე დაკვირვების საშუალებას.

პროფესიონალიზმი მდგომარეობს იმაში, რომ უკვე ჩატარებულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით შეძლოთ დროის და ფულის ეკონომია. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ციფრები, ეს ერთგვარი მარკეტინგული ბუღალტერიაა, რომელიც ყოველთვიურად უნდა აწარმოოთ და ღოველდღიურად აკვირდებოდეთ.

ციფრები თქვენი საუკეთესო მასწავლებელია. თუ არ ითვლით და არ აკვირდებით კამპანიის შედეგებს, მინიმუმ არასწორად იქცევით. ეს არის პირველი მიზეზი რასაც თქვენი წარუმატებლობა შეგიძლიათ დააბრალოთ.


მაშ ასე, დავიწყოთ აბრევიატურებით, რომლის გარეშეც მუშაობა გაგიჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ჩამონათვალში ყოველი შემდეგი მნიშვნელობის ღირებულება წინაზე ძვირია და შესაბამისად წინაზე მეტად მნიშვნელოვანი:

  • CPM – Cost Per Mille

1,000 ჩვენების ღირებულება. თითო ჩვენება არის თქვენი რეკლამის ერთხელ ჩატვირთვა. ჩატვირთვა კი არ ნიშნავს მის შემჩნევას. რატომღაც გადახდის ეს მეთოდი დღემდე პოპულალურია, მაგრამ ის თანდათან კარგავს ღირებულებას მისი არც ისე საინტერესო რეპუტაციის გამო.

  • CPC – Cost Per Click

თქვენს რეკლამაზე თითო კლიკის ღირებულება. CPM-ზე ბევრად საინტერესო მაჩვენებელი, რომელიც მნახველის დაინტერესებას გვიჩვენებს და შესაბამისად რეკლამის მიმწოდებელისთვის ფულის ამ მაჩვენებელში გადახდა უფრო საინტერესოა.

  • CPL – Cost Per Lead

ლიდი არის თქვენი შეთავაზებით დაინტერესებული პირი, რომელიც გიტოვებთ მის საკონტაქტო მონაცემებს. ეს მოდელი განსაკუთრებით პოპულალურია ისეთი სახის ბიზნესში, სადაც პროდუქტის შეძენა ეგრევე არ ხდება, ანუ ადამიანს ჭირდება დამატებით დაკავშირება და გაყიდვის დასრულება. სწორედ ამიტომ ამ მაჩვენებლის ღირებულება და მათთან მუშაობა B2B მარკეტინგისთვის უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია.

  • CPA – Cost Per Acquisition / Cost Per Action

რაიმე კონკრეტული ქმედების ღირებულება. სხვებთან შედარებით უცნაური მაჩვენებელია, რომელიც სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის განსხვავებული შეიძლება იყოს. მაგალითად Online მაღაზიისთვის ეს შეიძლება იყოს დაუსრულებელი გაყიდვა, მომსახურების სფეროში კი პირველი შეხვედრა და ა.შ.

  • CPS – Cost Per Sale

თანამშრომლობის საუკეთესო მოდელია, როდესაც იხდით მხოლოდ გაყიდვების მოცულობის მიხედვით. სამწუხაროდ ამ მოდელზე ყველა არ თანხმდება, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს რას და როგორ ყიდით, მაგრამ არსებობს ძალიან საინტერესო პარტნიორული პროგრამები, რაზეც შემდგომში ვისაუბრებთ.

  • CPI – Cost Per Install

ეს მაჩვენებელი მობაილ აპლიკაციების მარკეტინგში შეგხვდებათ და გვიჩვენებს თითო ინსტალაციის ღირებულებას.

უფასო 7 დღიანი სწავლება

როგორ გამოვთვალოთ?

თითოეული ამ მაჩვენებლის ღირებულების გამოთვლა ძალიან მარტივია. საჭიროა დახარჯული თანხის შედეგებზე გაყოფა. მაგალითად: თუ დავხარჯეთ $100, შედეგად კი მივიღეთ 50 ლიდი და 5 გაყიდვა, მაშინ თითო ლიდის ღირებულება იქნება $100/50=$2, ხოლო გაყიდვის $100/5=$20.

აუდიტორია

რაც უფრო ზუსტად ახერხებთ სამიზნე აუდიტორიის შერჩევას, მით უფრო კარგად მუშაობს თქვენი რეკლამა და შესაბამისად CPS-ის, ანუ თითოეულ გაყიდვაზე დახარჯული თანხის ღირებულებაც როგორც წესი მცირდება. ნუ შეგეშინდებათ თუ აუდიტორიის გატესტვისას კლიკის ღირებულება იქნება მაღალი, მთავარია რა გიჯდებათ შედეგად მიღებული გაყიდვა. დაიმახსოვრეთ, მნიშვნელოვანია გაყიდვა და არა უხარისხო ტრაფიკი.

საუკეთესო ფასი

როგორ გავიგოთ რა არის საუკეთესო ფასი ნახვისთვის, კლიკისთვის ან ნებისმიერი სხვა ქმედებისთვის? რა თქმა უნდა რეკლამა იაფად კარგია, მაგრამ გირჩევთ ჯერ გაყიდვის საუკეთესო ფასი განსაზღვროთ (CPS) და შემდგომ გადაიტანოთ ყურადღება სხვა დანარჩენზე, CPS-ის გაიაფების მიზნით.

მაგალითად AdWords-ის საშუალო CPC (საძიებო სისტემებში,  ყველა ინდუსტრიის გათვალისწინებით) არის $2.32. საქართველოსგან განსხვავებით, სხვა ქვეყნებში მაღალი კონკურენციიდან გამო, ფასი მაღალია.

ბოტების საფრთხე

არის შემთხვევები, როდესაც რეკლამა არასანდო რესურსზე  თავსდება. მიუხედავად იმისა, იხდით თქვენ ნახვებში, კლიკებში თუ ლიდებში, არის ალბათობა იმისა, რომ თქვენ გატყუებენ. არსებობს სხვადასხვა მეთოდი და საშუალება, თუ როგორ შეიძლება ასეთ შემთხვევაში სარეკლამო მომსახურების მომწოდებელმა ისარგებლოს შემთხვევით და მოგაწოდოთ უხარისხო, მაგრამ ბევრი „შედეგი“. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აკვირდებოდეთ ციფრებს, ისინი ყოველთვის მოგცემთ სწორ მინიშნებებს.

ხარისხის კონტროლი

თქვენი მიზანია აკონტროლოთ ხარისხი და პარალელურად მაქსიმალურად იაფად შეძლოთ შედეგის მიღება. აკონტროლეთ არა მხოლოდ ხარისხი, არამედ გაყიდვის სრული პროცესი. მაგალითად, ლიდი შეიძლება ორი თვის განმავლობაში გიჯდებოდეთ $2, მაგრამ ერთ თვეში გაყიდვების მოცულობა სხვა იყოს და მეორეში სხვა. რაშია პრობლემა? პასუხი ციფრებში უნდა ეძებოთ და იმ წყაროებში საიდანაც ამ ციფრებს ღებულობთ.

ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობა დიდია და რაც დრო გადის უფრო დიდი ხდება. ადამიანების ყურადღება ციფრულ მოწყობილობებზეა მიპყრობილი და სწორედ ამიტომ, ეს არის მარკეტინგის ახალი ერა. ბრძოლა – მომხმარებლის ყურადღებისთვის.

ბოლო შემოთავაზება, ისწავლო უფასოდ

გისურვებთ წარმატებებს!


ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
მარკეტინგი
დიდი მონაცემები (Big Data) – ვიდეო
CRM
რისი გაკეთება შეიძლება ახლავე, საიტზე გაყიდვების გასაზრდელად?
CRM
ციფრული სტრატეგია ☑ 5 ნაბიჯი 📈 რესურსების X-ჯერ გასაზრდელად