CRM

ციფრული სტრატეგია ☑ 5 ნაბიჯი 📈 რესურსების X-ჯერ გასაზრდელად


როგორ მუშაობს შენი ბიზნესი დღეს?

ფურცლები, ექსელის ფაილები, ბანალური შეთავაზებები, გაურკვეველი სტრატეგია – დარწმუნებული ვარ უკვე მოგბეზრდა, ან თუ ჯერ არ მოგბეზრებია, მალე მოგბეზრდება🤯, რადგან ირგვლივ ყველაფერი როგორც არასდროს ისე სწრაფად ვითარდება და არ შეიძლება შენ მის მიღმა რჩებოდე…

დღეს მინდა ციფრულ სტრატეგიაზე გესაუბრო, მაგრამ გაითვალისწინე, რომ მისი მიღება ყველას არ შეუძლია. რატომ? ამის პასუხია მიზეზი, თუ რატომ მიყვარს ბიზნესის კეთება დღეს – უნდა გასცე უფრო და უფრო მეტი ღირებული!💪 იყო გრძელვადიან გამარჯვებაზე ორიენტირებული და გიყვარდეს ის რასაც აკეთებ, რადგან სხვა შემთხვევაში არ გეყოფა  ენერგია, მოთმინება და დამარცხდები⚔.

გიზიარებ ციფრული სტრატეგიის 5 ნაბიჯს, რომელიც შემოსავლის X-ჯერ გაზრდაში დაგეხმარება. რატომ X? იმიტომ რომ მისი მნიშვნელობა პროდუქტზე და შენს ენერგიაზეა დამოკიდებული⚡

  1. გაციფრულდი
    ყველაფერი უნდა გახადო დათვლადი და აკონტროლი ერთ სივრცეში. დღეს შესაძლებელია მართო ბიზნესი ტელეფონის მეშვეობითაც. გაციფრულება მოგცემს საშუალებას აღრიცხო პროცესები და ეძებო სუსტი წერტილები, რომლებიც განვითარებაში დაგეხმარება. ამ თემაზე მეტის გასაგებას არსებობს – CRM.GE
  2. შექმენი #მეტიღირებული
    დღეს ყოველდღიურად იმდენ რეკლამას და ადამიანს ვხედავთ, რომ ჩვენი ყურადღება გაუხეშდა. ტვინი ცდილობს გაფილტროს ინფორმაცია და მიიღოს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
    სწორედ ამიტომ, მოხმარებლის ყურადღების მიპყრობა ღირებულის შეთავაზებით უნდა შეძლო და თითოეული შენი ინტერაქცია მომხმარებელთან მისთვის ღირებულის გაზიარებას უნდა უკავშირდებოდეს.
    ამას უნდა აკეთებდე გულწრფელად, მოლოდინის გარეშე, რადგან ეს პირველ რიგში შენს განვითარებას და კომპანიის მისიას უნდა ემსახურებოდეს✊.
  3. გაზარდე მომხმარებელთა ბაზის მოცულობა და ხარისხი
    ყოველი შენი ნაბიჯი წინდახედული უნდა იყოს. ამ პოსტშიც შეგხვდება ბმულები, რომლებიც უფრო მეტ ღირებულს გთავაზობს, რადგან ჩემი მისია ადამიანების და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა. მაგრამ ამ მისიის შესასრულებლად მე უფრო მჭიდრო კავშირი მჭირდება შენთან და სწორედ ამიტომ გთავაზობ დარეგისტრირებას☑.
    შენი მიზანიც უნდა იყოს მომხმარებელთა ბაზის ზრდა მათთვის შენი პროდუქტის რელევანტური ინფორმაციის შეთავაზება. დღეს შეიძლება შენ არ გაქვს ბიზნესი, მაგრამ მე მზად ვარ დაგეხმარო, ნებისმიერ დროს, მოლოდინის გარეშე და თუ ოდესმე ბიზნესი გექნება, მადლიერი ვიქნები თუ ჩემი მომსახურებით ისარგებლებ. – სწორედ ეს არის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ყველაზე მზარდი და ძლიერია.
  4. დახარჯე მინიმალური ადამიანური რესურსი – ავტომატიზების ხარჯზე
    ეცადე ხელით რაც შეიძლება ნაკლები იმუშაო. დღეს ბევრნაირი პროცესის ავტომატიზება შეიძლება, მაგრამ სანამ ამ ნაბიჯზე გადახვალ, ჩამოყალიბდი, რას ყიდი, რატომ და რას ემსახურები, რადგან ავტომატიზება სწორი ხედვის გარეშე უბრალოდ დამხმარეა და არა გაყიდვების ძრავა🤖.
  5. ეძებე და დანერგე სიახლეები – უწყვეტ რეჟიმში
    მარკეტინგული ინსტრუმენტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ მათი გამოყენება არ ნიშნავს აუცილებლად შედეგის მიღებას. საჭიროა სწორი მიდგომა და სტრატეგია, რომელიც ამ ინსტრუმენტის სწორად გამოყენებაში დაგეხმარება.
    მე ჩემ ბლოგში პერიოდულად გაგიზიარებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, რომელიც შენთვის ღირებული იქნება. ამისთვის გაააქტიურე ჩატბოტი ახლავე, სიახლეების პირადში მისაღებად 👉 გააქტიურება

ციფრული სამყარო ბიზნესის განვითარების მორიგი ტალღაა, ზოგი მიყვება მას, ზოგი კი არ იმჩნევს და მასში ეხვევა🌊… შენი გადასაწყვეტია, გააგრძელებ მუშაობას მოძველებული, არაეფექტური მეთოდებით, თუ შეეჭიდები ახალ გამოწვევებს💪

სპეციალური შეთავაზება: მოხარული ვიქნები გაგიზიაროთ ბოლო წლების განმავლობაში, უკვე რამოდენიმე ათეულ პროექტში მიღებული გამოცდილება და დაგინერგოთ უახლესი მარკეტინგული გადაწყვეტილებათა ნაკრები, მაქსიმუმ 2 კვირაში, მზა სისტემის მისაღებად!
დეტალებისთვის 👉 მომწერე აქ

მადლობა რომ კითხულობ ჩემ პოსტებს და ეძებ სიახლეებს განვითარებისთვის!⚡

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
რისი გაკეთება შეიძლება ახლავე, საიტზე გაყიდვების გასაზრდელად?
CRM
ბიზნესის გაციფრულება – დავფიქრდეთ, რამდენს კარგავ 💲 ყოველ დღე?🔥
გაყიდვები
ლიდები – ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს