წესები და პირობები


SPEC.GE – საიტით სარგებლობის წესები და პირობები

ძალაშია: 2016 წლის 25 დეკემბრიდან

მომსახურების მოცემული პირობები წარმოადგენს შეთანხმებას თქვენსა და კომპანია “SPECSELLER“-ს შორის.

სპეცსელერი უზრუნველყოფს თქვენს მიერ საიტის მომსახურებით სარგებლობას.

მომსახურებაში იგულისხმება საიტზე გამოქვეყნებულ პოსტებთან წვდომა და მომხმარებლის როლების შესაბამისი პრივილეგიებით სარგებლობა.

საიტის სარგებლობით თქვენ ეთანხმებით მოცემულ პირობებს. თუ თქვენ მოცემულ პირობებს არ ეთანხმებით, შეგიძლიათ საიტით არ ისარგებლოთ.

ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევცვალოთ მოცემული პირობები. პირობების ცვლილების ძალაში შესვლამდე საიტზე გამოქვეყნდება შესაბამისი განცხადება პოსტის სახით. საიტით სარგებლობის გაგძელების შემთხვევაში თქვენ ავტომატურად დაეთანხმებით ახალ პირობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოითხოვეთ რეგისტრაციის გაუქმება.

კონტენტის უფლებები და პასუხისმგებლობები.

თქვენ, ავტორის/მენტორის როლის მინიჭების შემდეგ, გექნებათ SPEC.GE-ზე პოსტების განთავსების უფლება, საიტის ადმინისტრაციის მრიდან თითოეულ პოსტზე თანხმობის შემთხვევაში. გამოსაქვეყნებელი პოსტები მიიღება ელ.ფოსტის მეშვეობით info@spec.ge-ზე. თქვენს მიერ მოწოდებული პოსტების განთავსების პერიოდი, გამოყენების თარიღი, საავტორო უფლება, რეკლამად გამოყენების უფლება და ა.შ. რეგულირდება SPEC.GE- მიერ. ჩვენ არ გადავცემთ თქვენს კონტენტს მესამე პირს, თქვენი თანხმობის გარეშე.

ჩვენ არ ვართ თქვენს კონტენტზე პასუხისმგებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ იღებთ საკუთარ თავზე თქვენი კონტენტით გამოწვეულ რისკებს. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წავშალოთ თქვენი პოსტები და რეგისტრაცია ნებისმიერ დროს.

არავის არ აქვს უფლება გამოიყენოს ჩვენი საიტზე გამოქვეყნებული მასალები ან/და ბრენდის ვიზუალური ელემენტები ჩვენს მიერ გაცემული ნებართვის გარეშე.

ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავამკაცროთ ან შევწყვიტოთ საიტზე წვდომა, გაფრთხილების გარეშე.