დღიური

წიგნები 📚 VS რეალობა 🤯


ძალიან ბევრი მაგარი წიგნი არსებობს, რომლებიც გატენილია სასარგებლო რჩევებით, მაგრამ დავაკვირდი და ჩემსა და წიგნს შორის დიდი არაადეკვატურობის კედელია, რომელიც სინამდვილეში წაკითხულს არ ან ვერ მააზრებინებს – სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცდი 🤯

მაგრამ წაკითხული გამოცდის პროცესშივე ძალიან მეხმარება და ვფიქრობ აქ ორი მხარე:

ცუდი – გგონია რომ გაიაზრე

კარგი – გააზრება გიადვილდება

როგორია შენი გამოცდილება ამ თემასთან დაკავშირებით❓ – დაწერე კომენტარებში…

🧘‍♂️ აქვე როგორც ყოველთვის გიზიარებ გასული 10 დღის დასკვნებს 🧘‍♂️

◾️ წერტილი სადაც რეალობა ილუზიებს ეჯახება ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანია რაც ამ მომენტში შეიძლება ხდებოდეს.

🔻

სასაცილოა როდესაც გრძნობ რომ განვითარდი, მაგრამ არ გიხარია… რადგან თავი უკვე “განვითარებული” გეგონა 🤦🏻‍♂️

◾️ თუ რაიმე გერთულება, ესეიგი შენი მცდელობების რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა სიმარტივის საპოვნელად.

🔻

დაახლოებით 40 შეხვედრა დამჭირდა იმის სინამდვილეში გასააზრებლად რაც წიგნებიდან ისედაც ვიცოდი…

◾️ თუ არ გტკივა – არ მოქმედებ, ამიტომ ძალით უნდა აიტკიო!

🔻

როდესაც არ გიგრძვნია როგორია უკეთესი რეალობა, არც მისი მიღების სურვილი განთებს.

ამიტომ სანამ იფიქრებ რა გააკეთო – ჯერ აინთე მიზეზით თუ რისთვის უნდა აკეთებდე ამას.

ჩემგან უფასოდ ღირებულის მისაღებად დაკლიკე აქ: https://m.me/kordzigio

➖➖➖

#მანიფესტო #მეტიღირებული #მანიფესტი #ენერგია #დაიმუხტეწარმატებით #ბიზნესიგანვითარებისთვის

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
გაყიდვების ძაბრი ➡ გაყიდე მეტი 💵 სწრაფად ⚡ და გონივრულად 🧠