დღიური

❗️უმოქმედობა და უმოტივაციოდ ყოფნა 😬


3 რჩევა, როგორ და რატომ ვაკეთოთ რამე მაშინ, როდესაც არაფრის კეთება არ გვინდა ☠️

.

1️⃣ იპოვე მიზეზი.

განვითარება შენი აბსოლუტურად ბუნებრივი მდგომარეობაა, უმოქმედობა და არგანვითარება – აბსოლუტურად არაბუნებრივი 🙃

შენი გადასაწყვეტია – ან მუშაობ საკუთარ თავზე და წინ მიდიხარ, ან ჩერდები და დეპრესიით უკან მიექანები.

მაგრამ რა ვქნათ როდესაც რაღაც გვაკავებს, არ გვყოფნის მოტივაცია და ენერგია ბიძგის მისაცემად 😬

⚡️

პრობლემა იმაშია, რომ შენს ტვინს არ აქვს საკმარისად ემოციური პასუხი კითხვაზე: რატომ უნდა გინდოდეს მოქმედებით თავის შეწუხება?

სანამ საკმარისად ემოციურ პასუხს იპოვი, რომელიც მუდმივი ენერგის წყარო იქნება, ამ იდეაზე კონცენტრირდი

👇

სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება, რადგან მოქმედება (თუნდაც არაზუსტი) ერთადერთი გზაა გრძნობდე თავს უკეთ და იყო მნიშვნელოვანი სხვებისთვის – ანუ გამოავლინო შენი ფარული პოტენციალი.

.

2️⃣ დატკბი მცირე გამარჯვებებით.

რაც უფრო დიდხანს ხარ უმოქმედობაში, მით უფრო უჯერებ თითქოს არაფერი გამოგდის და გამოგივა, რაც გართმევს ენერგიას.

⚡️

გაიხსენე ნებისმიერი შენი გამარჯვება და ახლავე გააკეთე რამე, რაც სასურველ მიზანს ოდნავ მაინც მიგაახლოვებს.

👇

მაგალითად, ახლავე გახსენი Note მობილურში და ჩამოწერე:

⁃ რამდენი გინდა იყოს შენი შემოსავალი.

⁃ რისი გაკეთებაა ამისთვის საჭირო.

⁃ როგორი უნდა იყო, რომ შეძლო ამის გაკეთება.

⁃ რა უნდა აკეთო ყოველ დღე, იმისათვის, რომ ასეთი გახდე.

ეს უკვე მოგცემს ენერგიას. ახლა კი მთავარია დისციპლინა და ნაკლები თვითკრიტიკა. უბრალოდ იმოქმედე!

.

3️⃣ გახსოვდეს რისთვის აკეთებ.

შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პროცესით ტკბობა უფრო მნიშვნელოვანი!

თუ იფიქრებ რომ უეჭველი რამე უნდა გამოგივიდეს, ყოველი მარცხი დაგთრგუნავს და გაგაჩერებს, რადგან საკუთარი თავის მიმართ მკაცრი იქნები.

⚡️

იფიქრე იმაზე, თუ როგორ აკეთო მაქსიმუმი მომენტში და ამით სიამოვნებას ღებულობდე – ამგვარად ნებისმიერი ქმედება უკვე გამარჯვება იქნება და სასიამოვნო პროცესი ადრე თუ გვიან შედეგს ყოველთვის გამოიღებს👊

💬

დაწერე კომენტარებში შენი ბოლო წვრილმანი გამარჯვება, ან რამე რაც შენთვის და სხვებისთვისაც სასარგებლო იქნებოდა 🙌

✅ გამომყევი ინსტაგრამზე:

https://www.instagram.com/kordzigio/

გიორგი კორძახია

#მეტიღირებული #ენერგია #ბიზნესიგანვითარებისთვის #დაიმუხტეწარმატებით #kordzigio #განვითარება #ბიზნესი #მარკეტინგი #ბლოგი

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
გაყიდვების ძაბრი ➡ გაყიდე მეტი 💵 სწრაფად ⚡ და გონივრულად 🧠