დღიური

🧠 ადამიანის ტვინს “შემთხვევითი ფიქრების გენერატორსაც უწოდებენ”


🧠 ადამიანის ტვინს “შემთხვევითი ფიქრების გენერატორსაც უწოდებენ”, რადგან ამბობენ, რომ მას დღეში 25,000-50,000 ფიქრის გენერირება შეუძლია.

არვიცი ეს ციფრი რამდენად რეალურია, მაგრამ ახლა ვხვდები თუ რატომ მეცვლება ასე ხშირად ხასიათი:)

🤔 საინტერესოა ორ საკითხზე დაფიქრება:

1. როგორ გავხადოთ ფიქრების ნაკადი პოზიტიური? თუ თითოეული მათგანის გაკონტროლება შეუძლებელია⚡️

2. რა კავშირშია ფიქრები შინაგან თავისუფლებასთან⚡️

ცხოვრებაში არის რაღაცეები, რაზე მაღლაც უნდა იდგე. რადგან ყველაფერი, რაზე მაღლაც ვერ დგახარ, შენზე ძლიერია, ანუ შეუძლია შენი თავისუფლების, ან/და მისკენ სწრაფვის შეზღუდვა.

👇🏻

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

თუ დააკვირდები, მიხვდები, რომ რაც უფრო მეტი რამ გინდა, მით უფრო გადატვირთული და არეულია შენი ფიქრები.

გაცილებით ეფექტურია, როდესაც ერთი მიზანის ირგვლივ კონცენტრირდები.

ანუ არ ახლევ სურვილებს შენზე გამარჯვების საშუალებას.

მაგალითად, თუ შენი მიზანია თვითრეალიზება და ცოდნასთან ერთად გაქვს მის მისაღწევად გაწერილი გეგმა, შენი ტვინი ავტომატურად მასზე კონცენტრირდება – შედეგად, ყველაფერი მარტივდება.

ამრიგად, ფიქრების დალაგება და უსარგებლო სურვილებზე გამარჯვება წყვეტს ჩვენი სიმშვიდის, პროდუქტიულობის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ცხოვრების პროცესით ტკბობაში გვეხმარება.

➖➖➖

დაწერე რა არის შენი #1 მიზანი და რა უნარები გადგება ყველაზე მეტად მის მისაღწევად💪🏻

#მეტიღირებული #მანიფესტო #მანიფესტი #ენერგია #ბიზნესიგანვითარებისთვის #დაიმუხტეწარმატებით

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
გაყიდვების ძაბრი ➡ გაყიდე მეტი 💵 სწრაფად ⚡ და გონივრულად 🧠