სოციალური მედია

რა უნდა გავითვალისწინოთ Facebook გვერდის შექმნისას


დღეს თითქმის ყველა კომპანიას აქვს Facebook გვერდი, მაგრამ იმის თქმა რომ Facebook გვერდის გარეშე კომპანიის არსებობა წარმოუდგენელია, მინიმუმ არასწორი იქნებოდა. რატომ? იმიტომ რომ აქ მოცემული რჩევების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში თქვენი გვერდი მკვდარი ან უბრალოდ წარუმატებელი იქნება.

  • რჩევა #1: დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ჩემი გვერდი?

დაწერეთ რა შედეგი უნდა მოგიტანოთ მოკლევადიან პერიოდში. ეს დაგეხმარებათ თითოეული თქვენი პოსტი, სურათი და დიალოგი მომხმარებელთან, სწორი მიმართულებით წარმართოთ. რაც თავარია, მკითხველი უნდა ხვდებოდეს სად მოხვდა, რა გინდათ მისგან და რატომ უნდა მიიღოს კონკრეტულად თქვენი შემოთავაზება.

  • რჩევა #2: ნუ დაიზარებთ საინტერესო სიახლეების გამოქვეყნებას.

სასურველია დღეში 3-5 პოსტის მომზადება, ან რამდენსაც შეძლებთ. იმიტომ რომ გქონდეთ მიგდებული გვერდი, მარტო თქვენი, ან თქვენი მეგობრების მოწონებებით, შედეგის თვალსაზრისით სულ არქონის ტოლფასია. აუცილებელია დღეში მინიმუმ ერთხელ (ხოლო სასურველია 3-5-ჯერ) აქვეყნებდეთ სიახლეებს.

  • რჩევა #3: Facebook რეკლამა რომ არ მუშაობდეს ცუკერბერგი მილიარდერი არ იქნებოდა.

რეკლამა სოციალურ ქსელებში შედეგის მომტანია და თქვენ გიღირთ მასში ფულის “გადაყრა”. გამომდინარე აქედან – გამოყავით სარეკლამო ბიუჯეტი. როგორ აპირებთ ხმა მიაწვდინოთ სამიზნე აუდიტორიას? არამგონია დასპამვით ან უბრალოდ დაპოსტვით მიღწეული შედეგები თქვენთვის დამაკმაყოფილებელი იყოს. ამიტომ ზრდის პროცესის დასაჩქარებლად გამოიყენეთ სათანადო ინსტრუმენტები.

მე ხშირად მეკითხებიან “თვეში რამდენი დაჭირდება?”, “აი ***$ მაქვს და *** შედეგის მიღება მინდა” და ა.შ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს ციფრული მარკეტინგია, და სანამ არ ვცდით, არ გვეცოდინება: რომელი რეკლამა მუშაობს უკეთ, რომელ აუდიტორიაზე, რა დღეებში და ა.შ. ხოლო შემდეგ, როცა მიახლოებითი მაჩვენებელი გვექნება, შესაძლებელი გახდება ბიუჯეტიდან ან მიზნიდან გამომდინარე ციფრების პროგნოზირება.

  • რჩევა #4: ბიზნესს ჭირდება ფული, და არა ლაიქები.

სხვადასხვა კომპანიებში ხშირად შემიმჩნევია, რომ სოციალური გვერდის მმართველი და კომპანიის ხელმძღვანელიც კი, გარკვეულ ეტაპზე, ისე ერთობა გვერდის გალამაზებით და მკითხველებისთვის საინტერესო კონტენტის შეთავაზებით, რომ მთავარი მიზანი თითქოს ავიწყდებათ. რასაც ამ დროს აკეთებენ კარგია და მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც თვის ბიუჯეტის მესამედი იხარჯება მათი აზრით “ძალიან კარგ რეკლამაში”, შედეგად კი ნახვების მეტი არაფერი მოაქვს, ალბათ დროა ვცადოთ ისეთი რამ, რაც ჩვენი აზრით “ვერაა ხარისხიანი რეკლამა” მაგრამ შემოსავლის მომტანია.

მე მქონია შემთხვევები, როდესაც უდიერად მიგდებულ პოსტს, საოცარი შედეგებით, ისე დიდხანს უმუშავია, რომ რაც არ უნდა მეცადა ჩემი გემოვნებით იგივეს ალბათ ვერ გავაკეთებდი.

  • რჩევა #5: იყავით მუდამ ძიების პროცესში.

ამ რჩევის ნათელი მაგალითია ზემოთ მოყვანილი შემთხვევა, რომელიც ჩემი გემოვნებით არგაკეთებულ პოსტს ეხებოდა.
ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდება კონკრეტული რეკლამა, რომლიც დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს და თქვენც თამამად გაუშვებთ მას საშოვარზე. რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როდესაც სხვადასხვა მცდელობების შემდეგ ძლივს დაგიფასდებათ შრომა, გადაიხდით ცოტას და მიიღებთ მაღალ კონვერსიას. სამწუხაროდ, როგორც წესი, ერთ კვირაში ან ერთ თვეში თქვენი რეკლამა დაიწყებს გაძვირებას, ან ფასი არ შეიცვლება და კონვერსია დაეცემა. ეს ბუნებრივი პროცესია… და აი ამ დროს, თუ თქვენ ფეხი ფეხზე არ გქონდათ გადადებული და პარალელურად ეძებდით ახალ შესაძლებლობებს, შეძლებთ ჩაანაცვლოთ სხვა რეკლამით და უმტკივნეულოდ შეუნარჩუნოთ კომპანიას შემოსავლების მიმდინარე ტენდენცია.

ფიქრობ რომ ეს პოსტი სასარგებლო იყო შენთვის? მაშინ გაუზიარე მეგობრებს და დაგვიტოვე შენი აზრი კომენტარებში!

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
ბიზნესის გაციფრულება – დავფიქრდეთ, რამდენს კარგავ 💲 ყოველ დღე?🔥
CRM
✅ ლიდების გენერატორი ➡ ტოპ 3 გადაწყვეტილება ბაზის X-ჯერ გასაზრდელად
გაყიდვები
ჩატბოტი – #1 ინსტრუმენტი, გაყიდვების მესენჯერ მარკეტინგით გასაზრდელად 🤖
There are currently no comments.