CRM

CRM vs EXCEL ⚔ ბრძოლა ბიზნესის გადასარჩენად


შესავალი

მარკეტინგის ახალ ერაში, სადაც ციფრული ტექნოლოგიები გაბატონდნენ, დღითიდღე რთულდება მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ყველაფერი ძალიან სწრაფად ძველდება და ვითარდება, ამიტომ დროული რეაგირება გამარჯვების მნიშვნელოვანი წინაპირობაა!

სამწუხაროდ ქართული კომპანიების უმეტესობა დღემდე Excel-ში მუშაობს, მაშინ როდესაც  CRM საუკეთესო ინსტრუმენტია ციფრული სამყაროს შესაძლებლობების გამოსაყენებლად ⚡.

🎁 ყურადღებით წაიკითხე ბოლომდე, რადგან ტექსტში უფასო კონსულტაციის და 14 დღიანი დემო ვერსიის ბმულები იმალება!

ბრძოლა #1 ⚔️ გაციფრულება

ყოველ დილას, სანამ სხვები Facebook-ს სქროლავენ, მეწარმეები და მარკეტოლოგები პირველ რიგში ძირითად მაჩვენებლებს და შეტყობინებებს ამოწმებენ, რომლებიც გაყიდვებზე ახდენენ გავლენას.

მართალია ციფრები მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმეს შეცვლა შეუძლია. საინტერესოა, რომელ მაჩვენებლებს აკვირდები შენ და საიდან გენერირდებიან ისინი?🤔

შენ გჭირდება პლატფორმა, რომელიც ყველა ძირითად მაჩვენებელს ერთ ადგილას მოუყრის თავს და შეგეძლება გაყიდვების ჯაჭვის თითოეული რგოლის ინდივიდუალურად გაკონტროლება 💪.

crm სისტემა დანერგვა

Zoho CRM – ანგარიშთა პანელი

რა თქმა უნდა Excel-ით ამის მიღწევა შეუძლებელია…

მომწერე ახლავე რას საქმიანობ და გაიგე რისი გაკეთება შეიძლება შენს შემთხვევაში 👉 უფასო კონსულტაცია

ბრძოლა #2 ⚔ EXCEL

სამწუხაროდ, თუ ჩემდა საბედნიეროდ, კომპანიების საკმაოდ დიდი ნაწილი დღემდე ექსელში მუშაობს. როდესაც იცი, რამდენად ღირებულია CRM და ავტომატიზებული სისტემები, შეუძლებელია ექსელში მუშაობას დაუბრუნდე.

არ არსებობს არცერთი მიზეზი, რატომ შეიძლება იყოს Excel CRM-ზე პროდუქტიული.

ციფრულ სამყაროში სისწრაფეს, სიმარტივეს და გონივრულ სტრატეგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რაც სხვადასხვა მარკეტინგულ ინსტრუმენტებთან ინტეგრაციით და ავტომატიზებით მიიღწევა ☑.

გაყიდვები, როგორც ერთიანი ინტელექტუალური სისტემა – ეს არის ჩვენი მიზანი და გამოსავალი.

გაყიდვების ავტომატიზაცია

Zoho CRM – გაყიდვების პროცესის აგება

ექსელით ამის მიღწევა შეუძლებელია ❌

ბრძოლა #3 ⚔ CRM

თუ ფიქრობ, რომ მარკეტინგული ინსტრუმენტების დანერგვა შედეგების გარდაუვალ ზრდას იწვევს, ცდები. რამდენი კომპანია ხარჯავს ფულს Facebook გვერდების და საიტების მზადებაში და რამდენი მათგანი ღებულობს სასურველ შედეგს? კარგ ინსტრუმენტს სწორი გამოყენება და გამოცდილი კადრი ჭირდება 👨‍💻.

დღეს ქართული ბაზარი სწრაფად ვითარდება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სიახლეა, რისი დანერგვა და ეფექტურად გამოყენება უკვე შეგიძლია.

უდაოდ, CRM ამ სიის პირველ სამეულშია. მასზე ძალიან ბევრის მოყოლა შეიძლება, რაზეც პერიოდულად გამოვაქვეყნებ სიახლეებს, რომელიც ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო და ღირებული იქნება.

მომწერე ახლავე რას საქმიანობ და გაიგე რისი გაკეთება შეიძლება შენს შემთხვევაში 👉 უფასო კონსულტაცია

ბრძოლის შედეგი ⚔ გონივრულ გამარჯვებაშია

კომპანიების უმრავლესობა შიგნიდან დაძველდა. გაყიდვების მენეჯერების და მარკეტოლოგების ძებნა კი ყოველდღიურ საზრუნავად გადაიქცა. გამარჯვება მომხმარებლის ერთგულების მოპოვებაშია, რასაც გრძელვადიან პერიოდში წარმატების მოტანა შეუძლია ⭐.

CRM და EXCEL, ორივე მძლავრი ინსტრუმენტია, მაგრამ როდესაც საქმე ბიზნეს და ციფრულ სამყაროში ლიდერობას ეხება, CRM უდაოდ საუკეთესო გადაწყვეტილებაა.


სწორედ CRM.GE დაგეხმარება შენი გაყიდვების და ბიზნესის მართვის პროცესი იყოს მაქსიმალურად სწრაფი, მარტივი და გონივრული! მინიმალური დანახარჯებით, მაქსიმუმის მისაღებად.

CRM სისტემა დანერგვა - გიორგი კორძახია

დაკლიკე აქ, 14 დღიანი დემო ვერსიის გასააქტიურებლად

 

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
გაყიდვები
ლიდები – ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს
მარკეტინგი
რა არის ციფრული მარკეტინგი?
მარკეტინგი
დიდი მონაცემები (Big Data) – ვიდეო