წარმოება

Produced in Georgia


მსურს, ჩემი მოკრძალებული აზრი წარმოვადგინო ქართულ წარმოებასა და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით. ასევე, მოკლედ მიმოვიხილავ იმ პრობლემებს, რომლებსაც წარმოების პროცესის კვლევის სხვადასხვა ეტაპზე ჩვენს რეალობაში პირადად წავაწყდი.

დავიწყოთ იმით, რომ რეალურად არც თუ ისე დიდი რაოდენობით პროდუქცია გადის ექსპორტზე. ექსპორტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.  2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, იმპორტი 649.55 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო ექსპორტი 218.69 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

კარგი იქნებოდა, რომ გვქონდეს დადებითი სავაჭრო ბალანსი. მესმის, ეს ნათელი მომავლის თემაა, მაგრამ Dream Big, right?  ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, რომ ცოტაა საწარმო, ცოტაა ხარისხიანი და კარგი პროდუქტი და რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ცოტაა იმ მწარმოებელთა სია, რომლებიც ეძიებენ ახალ გასაღების ბაზრებს.

ჩემთვის სრულიად  გაუგებარია იმ მწარმოებლის პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ არ აინტერესებს ექსპორტი ახალ ქვეყანაში, ახალი მიზნობრივი ბაზარი და განვითარების ახალი გეგმები, როდესაც მის მიერ წარმოებული პროდუქცია სულ 2 ქვეყანაში გადის და ის ამით კმაყოფილია, რადგან აქვს საჭმელ-სასმელი, ხვალინდელ დღეზე ზრუნვა კი ძირითადად იმაში გამოიხატება რომ არსებულ პარტნიორებთან კიდევ უფრო გაამყაროს ურთიერთობა. მიჩნდება კითხვა – რატომ? რატომ უნდა იყოს ასეთი მწარმოებელი კმაყოფილი და რატომ არ უნდა ეძებდეს მეტს და მეტს?  ეს კი მაშინ, როდესაც მსგავსი პროდუქტის სხვა მწარმებელი უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაშია გასული და წარმატებით წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სახელს და დიდებას? (რა თქმა უნდა, ასეთ საამაყო ქართველ მწარმოებლებსაც შევხვდებით…).  მე მინდა, ვთხოვო ყველას, ვინც წარმოებაშია და აქვს შესაბამისი პროდუქტი, გთხოვთ, გამოდით, გამოდით ფეისბუქებიდან, სახინკლეებიდან, სახლებიდან და იფიქრეთ და ეძიეთ ახალი გასაღების ბაზრები, იმოქმედეთ, განვითარდით და გვასახელეთ.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია  იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებაც, რადგანაც იმპორტირებული საქონელი უფრო ძვირი ჯდება. ჩვენ კი შეგვიძლია, რომ თავად ვაწარმოოთ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია, რადგან ჩვენი ნედლეული იაფია და არც მუშახელი გამოირჩევა მაინცდამაინც ძვირადღირებულობით.

რატომ არ შეიძლება ისეთი ქვეყნის მაგალითის ჩვენზე მორგება, როგორიც არის  მალაიზია? 728 მლნ. აშშ დოლარი ექსპორტი, 637 მლნ. აშშ დოლარი იმპორტი 2016 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით. ექსპორტირებული პროდუქციის 61% არის არა ნედლეული, არამედ სწორედ წარმოებული, გადამუშავებული პროდუქცია, მოწინავე რიგებშია ელექტრო მოწყობილობები და მანქანა-დანადგარები.

რაც ეხება წარმოების პროცესის აწყობასა და განვითარებას, როდესაც გაქვს ყველანაირი შესაბამისი წინაპირობა შექმნილი, გაქვს შესაბამისი რესურსი, გეგმები და შემდეგ პრობლემებს აწყდები:

  • როდესაც 2 სხვადასხვა ‘’თავის საქმეში პროფესიონალი’’ ადამიანი გპირდება პროდუქტის შექმნას და ტრაბახობს საკუთარი შესაძლებლობებით, გავა კვირები, თვეები და ჯერ არაფერი გაკეთებულა და შექმნილა, რა ჰქვია ახლა ამას?
  • როდესაც გგონია, რომ ნედლეული ნაყიდია, მარაგები შექმნილია და უამრავი ადამიანი ელოდება შენგან სხვადასხვა ქმედებებს და უცბად აღმოჩნდება რომ არც მარაგები არსებობს, არც ნედლეული, არც შესაბამის მუშა ხელს სცალია, რომელიც მანამდე დიდ დაპირებებს იძლეოდა და, უბრალოდ, გადამოწმების მიზნით რომ მოიკითხავ არსებულ სიტუაციას და აღმოჩნდება, რომ, თურმე, ძალიან ბევრს ითხოვდი, რა ჰქვია ახლა ამას?

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.  არ მინდა ზედმეტად პესიმისტური ვიყო ჩემს მონოლოგში, რადგან სინამდვილეში მაინც გვესახება promised land, სინამდვილეში უამრავი ადამიანი მუშაობს და იბრძვის იმისათვის, რომ ახალ იდეებს შეასხას ფრთები, ახალი და საინტერესო პროდუქტი შემოგვთავაზოს და, რაც მთავარია, მათ ამისათვის აქვთ  შესაბამისი ხელშეწყობაც.

არ შემიძლია, არ მოვიხსენიო უამრავი ხელშემწყობი ორგანიზაცია და ფაქტორი, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად მიგვიყვანს მიზნამდე. DCFTA ხელშეკრულება, რაც ევროპის  ბაზრების გახსნას უკავშირდება და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყისათვის, რადგან ევროკავშირი ჩვენი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია 32.6%,  17.2% უკავია თურქეთს. ასევე, ყურადღებას გავამახვილებ EDA, GITA, Technopark, Kar.ge,  Startup Georgia, და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი მაგონდებაJ

მეგობრებო, მე მინდა ეს 2017 წელი იყოს ბიზნესის, წარმოების, განვითარების და დიადი მიზნების  განხორციელების წელიწადი ყველა თქვენგანისათვის. Please, please, please, იყავით ენერგიულები და, როგორც მიშელ ობამა იტყოდა, determined, focused and full of hope, DON’T FEAR!!!

გმადლობთ ყურადღებისათვის!

#Yuhuuu
#Wishyouallthegreatsuccess
#ILOVEGEORGIA
#იყიდექართული

 

ფიქრობ რომ ეს პოსტი სასარგებლო იყო შენთვის? მაშინ გაუზიარე მეგობრებს და დაგვიტოვე შენი აზრი კომენტარებში!

 

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
There are currently no comments.