ვებსაიტი

გვჭირდება თუ არა SSL სერტიფიკატი?


აღსანიშნავია ის, რომ SSL სერტიფიკატი არსებობა 2014 წელის „The Heartbleed Bug”-ის შემდეგ  მნიშვნელოვან საკითხთა რიცხვში უფრო მეტი ყურადღება მოიპოვა.

ეს ე.წ. Heartbleed Bug ყველა მომხმარებელს აძლევს საშუალებას გამოიყენოს OpenSSL-ის სისუსტეები, რაც თქვენს უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ საკითხებს საფრთხის წინაშე აყენებს. ძალიან რომ არ ჩავუღრმავდეთ გაუგებარ ტერმინებს, უყურეთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოს.

იმისათვის, რომ Google-ს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მონაცემთა კონფიდენციალურობის მნიშვნელობისთვის, 2017 წლის იანრიდან Chrome-ს დაამატა შეტყობინების ნიშნული მისამართის ზოლთან, რომელიც გიჩვენებთ, რომ თქვენი პოტენციურად მნიშვნელოვანი მონაცემები მოცემული საიტის მიერ არ იშიფრება.

ssl

როგორც ხედავთ, უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა SSL სერტიფიკატს არა მხოლოდ Google-ის, არა მომხმრებელთა მხრიდანაც. გარკვეულწილად, ამას ძიების შედეგებში, მოწინავე პოზიციებზე გადასვლაზეც აქვს თავისი გავლენა. ცვლილების გამო, თავიდან შეიძლება ცოტა დავიხიოთ პოზიციებში, მაგრამ როგორც თავად გვეუბნებიან, არც სამომავლოდ უნდა ველოდოთ სასწაულებს:

HTTPS sites receive a small ranking boost, but don’t expect a visible change. Google uses HTTPS as a positive ranking signal. This signal is one amongst many others, and currently carries less weight than high-quality site content; you should not expect a major SEO advantage for moving to HTTPS in the short term. In the longer term, Google may increase the strength of the HTTPS boost.

დარწმუნებული ვარ თქვენთვის საინტერესოა თუ რამდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია ეს საქართველოს შემთხვევაში? იმ შემთხვევაშიც კი, თუ საიტზე გადახდების დამატება გინდათ, ჩვენთან ამის აუცილებელი მოთხოვნა არ არის, მაგრამ ვფიქრობ უმჯობესია ახლავე მიხედოთ ამ საკითხს, რადგან მერე ბევრად გაგიადვილდებათ მუშაობა მომხმარებლებთან და SEO-ზეც. მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი საიტი, მათ შორის პოპულალური საიტები, რომლებიც სულაც არ დარდობენ ამ საკითხზე. შეგიძლიათ არც თქვენ იდარდოთ, თუ წინდახედულობა თქვენთვის პრიორიტეტი არ არის.

ეს საიტი შეიქმნა 2016 წლის დასაწყისში, სწორედ ამ წინდაუხედავობის გამო მე ახლა გადავედი HTTPS-ზე. საბედნიეროდ არსებობენ უცხოური კომპანიები, რომლებიც თავად ეხმარებიან ახალ მომხმარებლებს ჰოსტინგის შეცვლაში და სერტიფიკატსაც უფასოდ აძლევენ (შედის ჰოსტინგის ღირებულებაში). მართალია, სერტიფიკატები ხარისხის მიხედვით განსხვავდება, მაგრამ SEO-ს თვალსაზრისით ყველა სახის სერტიფიკატია მისაღები.

თუ თქვენ ახლა ქმნით საიტს, მაშინ გაგიმართლათ, სურვილისამებრ ამ საკითხს შეგიძლიათ თავიდანვე მიხედოთ. მაგრამ თუ თქვენც დააგვიანეთ, მინდა გაგიზიაროთ ის რჩევები, რომლებმაც თავიდან ამარიდა სირთულეები. მაშ ასე, დავიწყოთ:

  • აუცილებლად წაიკითხეთ Google-ს რეკომენდაციები. რადგან ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი რეპუტაცია საძიებო სისტემებში უვნებელი დარჩეს.
  • თუ გნებავთ, ძალიან მარტივად, მაქსიმუმ 24 საათში, უპრობლემოდ შეიცვალოთ ჰოსტინგი და რამოდენიმე დაკლიკვით SEO-ს მნიშვნელოვან საფრთხეებს აარიდოთ თავი, ისარგებლეთ SiteGround-ის საუკეთესო მომსახურებით. ასეთი ხარისხიანი და ძალიან მეგობრული მხარდაჭერა არსად არ შემხვედრია.
  • აუცილებლად, თუ საიტი ვორდპრესის ძრავზე გაქვთ გაქვთ, მის და ასევე საიტის მთვლელებს პარამეტრებში მიუთითეთ https, http-ს ნაცვლად.
  • მნიშვნელოვანია Webmaster Tools-ში მოძებნოთ “Add Property” და დაამოტოთ თქვენი საიტი https საწყისით, რადგან მას საძიებო სისტემა ცალკე საიტად აღიქვამს.
  • დაამატეთ/დააკავშირეთ robot.txt და sitemap.xml

ამ ყველაფრისთვის დამჭირდა დაახლოებით 4 საათი დალოდება და ჩემი მხიდან 30 წუთის სამუშაო. ძალიან გამიადვილა პროცესი SiteGround-ის მომსახურებამ. მაგრამ ერთადერთი პრობლემა, რომელიც შემექმნა, არის სურათების ატვირთვა ქართული ასოებით შედგენილი დასახელებით. უკვე გადატანის შემდეგაც ასეთი სურათები უბრალოდ არ იტვირთებოდა და მომიწია მათი წაშლა და თავიდან ატვირთვა, ამჯერად უკვე ინგლისური ასოებით.

იმედი მაქვს ჩემი გამოცდილება თქვენთვის სასარგებლო თუ არა საინტერესო მაინც იქნება. რა თქმა უნდა ყველაფერი აქ არ დამიწერია, რადგან მოსაწყენი არ ყოფილიყო, მაგრამ თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ.

 

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
რისი გაკეთება შეიძლება ახლავე, საიტზე გაყიდვების გასაზრდელად?
გაყიდვები
კვლევის შედეგები ⬆ რა იქნება ტრენდული 2019 წელს?